DataFest Tbilisi -ზე სხვადასხვა ქვეყნიდან 500 მონაწილე იქნება წარმოდგენილი: ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტივისტები, მარკეტინგის სპეციალისტები, ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ვებ-დეველოპერები, დიზაინერები და ა.შ. მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ამ მასშტაბის ღონისძიება კავკასიის რეგიონში აქამდე არ ჩატარებულა.
ღონისძიება, რომელიც 7 ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე გაგრძელდება უნიკალურია, რადგან იგი იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას: მონაწილეები ინდუსტრიის ლიდერებისგან მოისმენენ ინსპირაციულ გამოსვლებს; ამავე ექსპერტებისგან თემატურ სემინარებზე უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან მათთვის საინტერესო საკითხებს; ფესტივალის ფარგლებში გამართულ datathon-ებზე უკვე პრაქტიკაში განახორციელებენ იმ ცოდნას, რაც პირველი ორი დღის განმავლობაში დააგროვეს. ფესტივალი მოიცავს 6 თემას: მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება, მონაცემთა ჟურნალისტიკა, ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები, მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება, მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში.
DataFest-ის პირველ დღეს თსუ უმასპინძლებს, მეორე და მესამე დღეებში კი ფესტივალი ვეტერანთა (კიკვიძის) პარკში მდებარე ნაძალადევის მედიათეკაში გაგრძელდება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
მასალის გამოყენების პირობები






