დე ფაქტო უწყება ოქტომბრის თვეში ე.წ საზღვრის დარღვევის ფაქტების სტატისტიკასაც ავრცლებს. მათი თქმით გასულ თვეს დაკავებული იქნა საზღვრის 58 დამღვევი. მათგან 44-ს ჯარიმა დაეკისრა, 4 დაექვემდებარა ადმინისტრაციულ ჯარიმას და გაძევებული იქნა, 2 ადამიანს ჯარიმის დაკისრების გარეშე დაატოვებინეს ტერიტორია. 8-ს კი მხოლოდ გაფრთხილება მისცეს.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით დამრღვევთა მიერ გადახდილი ჯარიმების შედეგად ე.წ სახელმწიფო ბიუჯეტში 111500 რუბლი შევიდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მასალის გამოყენების პირობები






