„დარწმუნებული ვარ, ძველ გვარდიაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილს და კვირიკაშვილსაც გულისხმობდა"- ცქიტიშვილი
პოლიტიკა - 14:56, 06 Nov, 2018     734
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ ძველ გვარდიაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილი ცალკეულ გვარებს არ გულისხმობდა

„დარწმუნებული ვარ, ძველ გვარდიაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილი არ გულისხმობდა ცალკეულ გვარებს, არც ღარიბაშვილს და არც კვირიკაშვილს, მაგრამ მჯერა, მათაც გულისხმობდა. ვგულისხმობ იმას, რომ მისი მიმართვა არ იყო მიმართული კონკრეტული ადამიანის მიმართ, კონკრეტულად ღარიბაშვილის ან კვირიკაშვილის მიმართ, ეს იყო მიმართვა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ქვეყანაზე გული შესტკივა. ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ.

ვფიქრობთ, სამწუხაროდ, დღეს დადგა მომენტი, როდესაც საზოგადოება კვლავ უნდა გაერთიანდეს იმ ფასეულობების დასაცავად, რომელიც 2012 წელს მოვიტანეთ თავისუფლების დასაცავად. მათ შორის იმისთვის, რომ დღეს არ გვეშინია აზრის გამოხატვის, არ გვეშინია, რომ ღიად დაფიქსირდეს პოზიცია მმართველი პარტიის ან ხელისუფლების წინააღმდეგ. ასე რომ, პირადად ჩემთვის ეს არის მთავარი მიღწევა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მოვიტანეთ. სწორედ „ქართული ოცნების“, ჩვენი ქმედებებისა და პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს დადგა დღე, როდესაც ხალხმა ღიად დააფიქსირა თავისი არჩევანი. სწორედ დღეს არის ის დღე, როდესაც ადამიანებს ვეუბნებით, რომ არჩევანი არ დგას ქალბატონ სალომესა და ბატონ ვაშაძეს შორის. არამედ ისევ დადგა მომენტი, როდესაც სიცრუეს სიმართლე და ძალადობრივ რეჟიმს თავისუფლება უნდა დავუპირისპიროთ. ასევე – ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად, „ძველმა გვარდიამაც“ და იმ ადამიანებმაც, ვინც შეიძლება უცნობები იყვნენ, შემდგომ პერიოდში მოიტანეს ამ ქვეყანაში“- აცხადებს მაია ცქიტიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42