„მარიხუანას მოხმარების საკითხების ვაკუუმი, რომელიც შექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მთლიანად იქნება დარეგულირებული“- ნათია მეზვრიშვილი
პოლიტიკა - 14:04, 06 Nov, 2018     691
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში მარიხუანის მოხმარების კანონპროექტის განხილვის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


“როდესაც ეს კანონპროექტი ამოქმედდება და ეს მოხდება უახლოეს დღეებში, როგორც კი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით გავა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარიხუანას მოხმარების საკითხების ვაკუუმი, რომელიც შექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამ ამ კანონპროექტით მთლიანად იქნება დარეგულირებული.

ახალი საკანონმდებლო რეგულაციები უკრძალავს პირს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მარიხუანის მოხმარებას, უკრძალავს მის მოხმარებას არასრულწლოვნებს, 21 წლამდე ასაკს მიუღწეველ პირებს, კრძალავს არასრულწლოვნების თანდასწრებით მარიხუანას მოხმარებას, უზღუდავს მთელ რიგ სამოქალაქო უფლებებს მომხმარებლებს, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს სატრანსპორტო საშუალების მარიხუანას და სხვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მართვისთვის.

ეს კანონპროექტი ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს, მაგრამ სამართლებრივი რეალობა ასეთია. მოხმარება პირად სივრცეში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაუშვა, სხვაგან ყველგან - ფაქტობრივად ყველა ადგილას: სატრანსპორტო საშუალებაში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას, ყველგან, მათ შორის არასრულწლოვნების მხრიდან აკრძალულია. თუ ჩაიდენს პირი ასეთ ქმედებას, რომელიც კანონით ისჯება, შესაბამისად მას დაეკისრება სისხლისამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42