მიეკუთვნება თუ არა თქვენი საქმიანობა აღნიშნულ კატეგორიას, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ საქართველოს მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილებით დამტკიცებულიმომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალში, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე:
//https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4277583
ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ ოფისებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისადა სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1505.
აღნიშნული საქმიანობების სავალდებულო რეგისტრაციის ნორმის ამოქმედებიდან - მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან დღემდე შემოსულია 77 915 განცხადება.
აღსანიშნავია, რომ საქმიანობის დარეგისტრირების მიზნით მომართვიანობის მაქსიმალური რაოდენობა 28 ოქტომბერს დაფიქსირდა - 19 064, შემდეგომ დღეებში შემოსულიგანცხადებების რაოდენობა 1500-დან 3700-მდე მერყეობდა. 1 ნოემბრიდან კი მომართვიანობა შემცირდა და დღეში მხოლოდ 500-მდე განცხადება ფიქსირდება.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულმომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრშირეგისტრაცია. აკრძალულია მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრშირეგისტრაციის გარეშე განხორციელება.
მასალის გამოყენების პირობები






