ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა
პოლიტიკა - 11:38, 06 Nov, 2018     728
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ.


შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის, საპროკურორო საბჭოსა და „პროკურატურის შესახებ" კანონპროექტზე ისაუბრეს.

ცვლილებების შესახებ რეკომენდაციას ვენეციის კომისია დეკემბერში შეიმუშავებს.

„ვენეციის კომისია, როგორც ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორი, მნიშვნელოვან მხარდაჭერას გვიწევს სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების დროს. ამჯერად, ისინი დაინტერესებულები არიან საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ კანონმდებლობით. საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდათ პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც ვისაუბრეთ საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების საკითხზე და ასევე, სასამართლო რეფორმის კუთხით ქვეყანაში არსებულ გეგმებზე. წლის ბოლოს ველოდებით მათ მოსაზრებას. დარწმუნებული ვარ, რომ სასარგებლო და საინტერესო რეკომენდაციები იქნება და ჩვენ, როგორც ყოველთვის, გულისყურით და ინტერესით მოვუსმენთ მათ რეკომენდაციებს და გავითვალისწინებთ",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.

„ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით, რათა განვიხილოთ დებულებები საპროკურორო საბჭოს შესახებ და "პროკურატურის შესახებ" ახალი კანონის პროექტი, ასევე დებულებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ, რომელსაც მოიცავს კანონი საერთო სასამართლოების შესახებ. ამ დებულებების შესახებ რეკომენდაციას დეკემბერში შევიმუშავებთ",- განაცხადა დელეგაციის წევრმა, ტანია გერვიენმა.

ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42