წაგებული ლიდერის გამოსვლა, რომელსაც საზოგადოების ეშინია - პაატა დავითაია ბიძინა ივანიშვილის მიმართვაზე
პოლიტიკა - 11:07, 06 Nov, 2018     864

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საზოგადოებასა და მხარდამჭერებს მიმართა. ვიდეო მიმართვაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მხარდამჭერებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ივანიშვილის მიმართვას „ნიუპოსტთან“ საუბრისას „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია აფასებს და აცხადებს, რომ ეს იყო წაგებული ლიდერის მიმართვა, რომელსაც საზოგადოების ეშინია:

„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიმართვა, პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს დაგვიანებული მიმართვაა მისი მომხრეების მიმართ, ფაქტობრივად მან აღიარა ის წაგება, რა წაგებაც მას ქართველმა ხალხმა არჩევნებში აგემა და ჩვენ ვნახეთ, რომ რეალურად ქართული ოცნება საბოლოოდ არ აკეთებს არანაირ დასკვნებს, პირიქით, მისი მთავარი მესიჯი იყო, ვინც ჩემთან იქნებით ყველაფერი კარგად გექნებათო. ეს იყო კიდევ ერთი დაპირება, დაპირება ამ ექვსი წლის გნმავლობაში, რასაც ის არა ერთხელ პირდებოდა ქართველ ხალხს, თავის მომხრეებს, საზოგადოებას, მაგრამ არ ასრულებდა. არ მგონია ამ დაპირებებმა და ამ მოთხოვნამ კიდევ ერთი წლის იმედისა, იმასთან დაკავშირებით, რომ ის სიტუაციას დაალაგებს, რაიმე გავლენა იქონიოს, იმიტომ, რომ დაპირებებზე ის მოქმედება რასაც ის ახორციელებს, საზოგადოებისთვის უკვე მიუღებელია და ქართულმა საზოგადოებამ ეს აჩვენა. ჩვენ ვხედავთ, რომ იწყება კორუმპირებული ადამიანების დაჭერები, მაგრამ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, წარმოდგენილი გაქვთ, რომ ოპოზიციამ, რომელმაც ასეთი შედეგი აჩვენა, ამას მოჰყვა რეაგირება და ოპოზიცია რომ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, რა რეგირება მოჰყვება? საზოგადოებამ ეს დასკვნა უნდა გააკეთოს, რომ ბიძინა ივანიშვილს არავის შიში არ აქვს, გარდა საზოაგდოებისა და ქართველი ხალხის, ამიტომ ქართველმა ხალხმა უნდა აჩვენოს ის, რომ ხვეწნა მუდარა კი არ არის საჭირო მის მიმართ, არამედ დაპირებების შერულების მოთხოვნა, ეს იყო წაგებული ლიდერის ძალიან სუსტი გამოსვლა და ვფიქრობ, რომ ეს მანიშნებელია იმისა, რომ მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიცია აუცილებლად გაიმარკვებს“, - აცხადებს პაატა დავითაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42