საკადრო ცვლილებები და განახლებული სია საპარლამენტო არჩევნებისთვის - ირაკლი კობახიძე ხელისუფლების გეგმებზე
პოლიტიკა - 19:07, 05 Nov, 2018     1561

„იყო მთელი რიგი ხარვეზები ამ წლების მანძილზე ხელისუფლების საქმიანობაში, ამის გარეშე არ არსებობს არც ერთი ხელისუფლების საქმიანობა, თუმცა, ჩვენთვის მთავარია, რომ ვიმუშაოთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და ვიმოქმედოთ იმის მიხედვით, თუ რა არის ჩვენი საზოგადოების მთავარი საწუხარი და პრიორიტეტი - ეს იყო გაჟღერებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ გზავნილში”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტი საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად მოქმედებაა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი საკადრო პოლიტიკას ეხებოდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მიმართულებით, ბევრი რამ არის დასახვეწი.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით. დაწყებული ცენტრალური ხელისუფლებით, დამთავრებული ადგილობრივი თვითმმართველობით. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ საკადრო პოლიტიკას და სწორედ ამას ეხებოდა, რა თქმა უნდა, დღევანდელი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. რა თქმა უნდა, სწორი პოლიტიკა ვერ განხორცილდება სწორი კადრების გარეშე და აქედან გამომდინარე, ყოველდღიური მუშაობის საგანი უნდა იყოს საკადრო პოლიტიკის დახვეწა ხელისუფლებაში”,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ მთავარია, საკადრო პოლიტიკა ობიექტურ კრიტერიუმებზე იყოს აგებული.

„ჩვენთვის მთავარია, რომ საკადრო პოლიტიკა აგებული იყოს ობიექტურ კრიტერიუმებზე და რა თქმა უნდა, მთავარი და წამყვანი არის კვალიფიკაცია, გამოცდილება და ის წვლილი, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს აქვს შეტანილი კონკრეტულ წარმატებაში. ეს არის მთავარი კრიტერიუმები და ამის საფუძველზე განხორციელდება, რა თქმა უნდა, საკადრო პოლიტიკა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავარი საკადრო განახლებაა და საუბარია იმაზეც, რომ პოლიტიკაში ახალი სახეებიც უნდა გამოჩნდნენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის საარჩევნო სიის მუდმივი განახლება პრიორიტეტია.

„რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დრამატულად არ უნდა შევხედოთ, ჩვენთვის მთავარი არის საკადრო განახლება. აქ საუბარია იმაზეც, რომ ახალი სახეებიც უნდა გაჩნდეს პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, როდესაც, 2020 წლისთვის საპარლამენტო სია შედგება იქ ძალიან ბევრი ახალი სახე უნდა იყოს წარმოდგენილი და ეს ყველაფერი ობიექტურ კრიტერიუმებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რაც არის კვალიფიკაცია, გამოცდილება, წვლილი პოლიტიკურ წარმატებაში. ამის საფუძველზე უნდა გადახალისდეს მათ შორის საარჩევნო სია. საარჩევნო სიის მუდმივი განახლება არის ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის პრიორიტეტი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42