ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ საზოგადოებამ დაინახა, რომ ის არის ძალიან პასუხისმგებლიანი ლიდერი - თალაკვაძე
პოლიტიკა - 16:57, 05 Nov, 2018     1957

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ეხმაურება:

"მე ვფიქრობ, ეს იყო ძალიან გულწრფელი გამოსვლა ადამიანის, რომელიც უკვე ამ სამუშაო შეხვედრების შემდეგ ფლობს სრულ ინფორმაციას მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში, თუ რა ვითარებაა რეგიონებში, რა ვითარებაა თბილისში და რა მზაობა არსებობს გუნდში, რომ გავიმარჯვოთ მეორე ტურში.

ბიძინა ივანიშვილის მიმართვამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ის ძალიან დიდ პატივს სცემს და უფრთხილდება თითოეულ ადამიანს, რომელსაც მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი 2012 წლის გამარჯვებაში, მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი „ქართული ოცნების" შექმნასა და მის განვითარებაში. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, და შესაძლებლობა, რომელიც, კიდევ ერთხელ იქნება გამოყენებული იმისათვის რომ „ქართულმა ოცნებამ" თავისი შესაძლებლობები, თავისი ძალა და ღირებულებები გააერთიანოს და გამოიყენოს ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის.

მე ვფიქრობ მან ნათლად ისაუბრა მის მთავარ მიზანზე, მან თქვა, რომ საქართველოს ინტერესები არის უპირატესი, და სწორედ აქცენტები გააკეთა ერთ წელიწადზე. ერთ წელიწადში უნდა იყოს გაკეთებული ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები, განსაკუთრებით სოციალური განზომილებაში და განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ჩვენ ყველა ვხედავთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების საჭიროებას. ასევე ვიტყოდი, რეგიონებში საზოგადოებას აქვს ძალიან ბევრი საჭიროებები, რომლებიც ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ხაზგასმით, რომ საჭიროა ახალგაზრდების მეტი ჩართულობა პოლიტიკაში. პარტიაში არის სრული მზადყოფნა იმისათვის, რომ კიდევ უფრო ღია პოლიტიკა იყოს ახალგაზრდების ჩართულობის თვალსაზრისით, ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური საკადრო პოლიტიკა და ვფიქრობ, ერთი წლის თავზე უკვე საზოგადოება დაინახავს, რომ განსხვავებებია თუნდაც ოპონენტების რიტორიკასა და რეალობას შორის, განსხვავებები იმ ნიშნულებსა და მომავალს შორის, რომელზეც დღეს მიდის მსჯელობა, იქნება ძალიან თვალსაჩინო.

მეც მინდა გამოვთქვა სრული მზადყოფნა, რომ თითოეული ჩვენთაგანი არის მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო აქტიურად იმუშაოს გუნდის შიგნით. კიდევ უფრო აქტიურად იმუშაოს ადამიანებთან, რომელთაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, რომ ჩართული იყვნენ ქვეყნის განვითარების პროცესში. "- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42