"400 ლარიანი პენსია არის ისეთივე ტყუილი, როგორც ბევრი სხვა რამ"- ირაკლი კობახიძე- რომან გოცირიძეს
პოლიტიკა - 16:53, 05 Nov, 2018     1694
„ფეიკ ნიუსებს ავრცელებთ ამ კამპანიის განმავლობაში, უკვე ორი თვეა, გვესმის თქვენი ტყუილზე აგებული კამპანია“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს.ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენელს, საარჩევნო დაპირებების შესახებ კითხვით მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა, როდის გახდება პენსია 400 ლარი. „ბატონო რომან, მადლობა აღიარებისთვის. 400 ლარიანი პენსია არის ტყუილი, რაც ყველამ ვიცით. ეს იცის პოზიციამ და ოპოზიციამ და დღეს ეს აღიარა რომან გოცირიძემ, რომ 400 ლარიანი პენსია არის ისეთივე ტყუილი, როგორც ბევრი სხვა რამ. ფეიკ ნიუსებს ავრცელებთ ამ კამპანიის განმავლობაში, თვეებია. უკვე ორი თვეა, გვესმის თქვენი ტყუილზე აგებული კამპანია. რა იკადრეთ, წარმოიდგინეთ, რომ კანდიდატს დააბრალეთ, რომ თითქოს მან მეგრელებზე თქვა, რომ არის მოღალატე ხალხი თავისი ბუნებით, კახელებზე თქვა თურმე, რომ შაჰ-აბასის სისხლი ურევიათ და ამიტომ ვერ იტანს - ამაზეა აგებული თქვენი კამპანია. ამაზე შორს თქვენ ვერ წახვედით და ვერც წახვალთ და 400 ლარიანი პენსიაც ამის გაგრძელებაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე შეფასებით, ამ მასშტაბის ტყუილი ადამიანის აზროვნებაზე ძალადობაა. „ტყუილის გარეშე თქვენ არსებობა არ შეგიძლიათ. ესეც არის ძალადობის გამოვლინება. ეს ტყუილი, ამ მასშტაბით, არის ძალადობა ადამიანის აზროვნებაზე. ესეც არის თქვენი ძალადობრივი ბუნების გამოვლინება. ასეთი ტყუილებით თქვენ შორს ვერ წახვალთ. არც რუსი შკლიაროვი, არც რუსული რბილი ძალა ამაში, ბუნებრივია, არ გიშველით“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42