„მე მოვისმინე მმართველი გუნდის სხვა მეორე ხარისხოვანი ლიდერების კომენტარები და მათ თქვეს,რომ გულწრფელი გამოსვლა იყო.მე ვიტყოდი გულწრფელი კი არა ,დამარცხებული ლიდერის და სამართლიანად დამარცხებული ლიდერის გამოსვლა იყო ,რომელიც ახალ სიცრუეს ჰპირდებოდა საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოებას , ივიწყებდა რამდენჯერ მოატყუა მან, უკვე ჩვენი საზოგადოება, ამ წლების განმავლობაში და ხელახლა სთავაზობდა სიძულვილს და ისევ ფოფხაძის მსგავსად სხვა ენაზე ,ისევ ჰპირდებოდა არეულობას და აშინებდა ძალადობით , აშინებდა რევანშით. აღარ გაუვა ეს ივანიშვილს,მისი არავის აღარ სჯერა და მთელი ეს გათვლა სიძულვილის და ეს გამოყენება არის ფუჭი. ამ შედეგს უნდა შეეგონ მშვიდად და ერთადერთი რისი გაკეთებაც, დღეს შეუძლიათ ხალხისთვის ,არის ხალხის ვერდიქტის მშვიდად მიღება , სხვა მიმართულებით მათ პოლიტიკური რესურსი არ აქვთ . ყველა იმ პროლემატურ თემაზე, სარალიძის ტრაგედიით დაწყებული, დამთავრებული კორუფციით და ძალადობით ,არ ააქვთ ნებაც კი, რომ ნაბიჯები გადადგან და დროც არ ააქვთ რომ ნაბიჯები გადადგან. ერთდერთი მათ დარჩათ მშვიდად შემოებან პოლიტიკურ განაჩენზე , პოლიტიკურ საარჩევნო განაჩენს ვგულისხმობ , შემდეგ დაყოლა ხალხის ნების და ოპოზიციის კონსენსუსისა და საარჩევნო რეფორმა პროპორცულ სისტემაზე გადასვლა. შემდეგ ასევე მშვიდობიანად კონსტიტუციის ფარგლებში ხელისუფლების მთლიანად ჩანაცვლება.“- განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






