ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა დასრულდა
პოლიტიკა - 16:40, 05 Nov, 2018     783
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს.


სარეაბილიტაციო არეალში 150 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე, კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„წლის ბოლოსთვის შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული იქნება, რომლის შემდეგაც, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება. რამდენიმე მისამართი დაგვემატა, რომელთა რეაბილიტაციის გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ასევე, ადგილზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაც გვაქვს დაგეგმილი, რათა აღნიშნული უბანი ერთიან კონტექსტში განახლდეს. დარწმუნებული ვარ, თბილისში ეს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. ეს არის ჩვენი ქალაქის სილამაზე, რომელსაც მოვლა-პატრონობა და გაფრთხილება სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 20-მდე მისამართზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს ითვალისწინებს, რომელთაგან ორი - ათონელის N9-N11-ის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. ასევე, რიგ მისამართებზე დასრულებულია დეკორატიული ელემენტებისა და ლითონის მოაჯირების აღდგენა-რესტავრაცია.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლს შესაბამისი წესების დაცვით, სათანადო სამუშაოები ჩაუტარდება. ასევე, დაგეგმილია ათამდე შენობის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოების ჯამური ღირებულება 65 მილიონ ლარამდეა და მათი ძირითადი ნაწილის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც, მოწესრიგდება და განახლდება ე.წ. ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცეები. შედეგად, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, თბილისს კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა შეემატება, რომელიც ფხოვისა და ათონელის ქუჩების ნაწილს მოიცავს.

2017 წლის განმავლობაში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების (წყლის, წყალარინების, ბუნებრივი აირის და ა.შ.) სრული განახლება და იმ ქსელების მოწყობა (სადრენაჟე, სანიაღვრე) განხორციელდა, რომელიც აღნიშნულ ზონაში მანამდე არ ფუნქციონირებდა. სამუშაოების ღირებულებამ 10 მილიონი ლარი შეადგინა.

სარეაბილიტაციო არეალი მშრალი ხიდიდან ათონელისა და ფხოვის ქუჩების გავლით, ალექსანდრე პუშკინის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს, მათ შორის, ხაზინისა და ფურცელაძის ქუჩებს, ასევე, გრიგოლ ორბელიანისა და 9 აპრილის სახელობის ბაღების ნაწილს. აღნიშნული მონაკვეთი მუშთაიდის პარკიდან დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირის გავლით, თავისუფლების მოედნისკენ დიდი ტურისტული მარშრუტის გაგრძელებაა.

ორბელიანის მოედანზე კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42