„ვიხილეთ ივანიშვილის არაადექვატურობის ყველაზე მძიმე ფორმა, არჩევნებში „ოცნების“ მარცხი გარდაუვალია“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 14:50, 05 Nov, 2018     1483
„არაადექვატურობის ყველაზე მძიმე ფორმა“ - ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდმარე ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ივანიშვილის მხრიდან ადგილი აქვს ხალხის მოტყუების მორიგ მცდელობას. ედპ-ის ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ ფონზე „ქართული ოცნების“ მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში, გარდაუვალია.

„ვიხილეთ ხელისუფლების, კერძოდ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის არაადეკვატურობის ყველაზე მძიმე ფორმა. ვიდეო მიმართვა ტოვებდა განცდას, რომ არ იციან, რა უნდა გააკეთონ. ხელისუფლებაში მოსვლის დროს შუის გაკრეფვით იმუქრებოდა და ზედ სახელმწიფო ინსტიტუტებიც მიაყოლა. დღეს კიდევ, უფრო შორს წავიდა ოპოზიციას, რომელმაც ჯამში მილიონი ხმა აიღო, პარტიებად არ მიიჩნევს, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც იმ მილონ ამომრჩეველს მიიჩნევს ამომრჩევლად, რადგან ვინც მასთან არ არის, ვინც მისი მონა არ არის, მტერია. ჭარბად იკვეთებოდა აგონიის ელემენტები. ხვდება ივანიშვილი, რომ გამოუვალ მდგომარეობაშია. „ქართულ ოცნებას“ ე.წ. მკვდარი წერტილი გავლილი აქვს და პოლიტიკური პროცესის შემობრუნების ყველანაირი შანსი დაკარგული.

გრძელდება ქართველი ხალხის უნამუსოდ მოტყუების მცდელობა - როცა ლარის კურსის კატასტროფული გაუფასურების და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ადამიანებს კიდევ ერთხელ მორიგ, ცრუ დაპირებებს აძლევს.

ჩემი სტუდენტობის პერიოდში, არსებობდა ე.წ. ჩეკების მაღაზიები, სადაც ხშირად იყრიდნენ თავს ე.წ. გადამგდებები. ერთი მახსენდება მეტსახელად „ყვარიას“ (ყვავი) ეძახდნენ. ბლოკნოტი ჰქონდა, სადაც ინიშნავდა თურმე ერთხელ უკვე მოტყუებულ ადამიანებს, რომ მეორედ არ მისულიყო. ივანიშვილი „ყვარიასგან“ განსხვავებით, უსინდისოდ, უკვე მერამდენედ ცდილობს მოატყუოს ქართველი ერი.

უკვე ისიც ჩანს, დიდი იმედი, რომ მორიგ ჯერზე მოტყუვდება ხალხი, თვითონაც არ აქვთ. განახლებაზე საუბრობენ და ძველებს ეძახიან, რიტორიკას არ ცვლიან, სარალიძე და მაჩალიკაშვილი საერთოდ არ ახსოვთ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ოცნების მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში გარდაუვალია. მინდა იმედი მქონდეს, რომ ამ დამრცხებას, რაც პოლიტიკის თამდევია, დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვალებადობის ფორმას არ დაუკარგავენ. ეს ერთადერთი სიკეთე იქნება, რაც მათ ქართულ სახელმწიფოს შეუძლია გაუკეთონ. ჩვენ ოპოზიცია, რა თქმა უნდა, არ დავთმობთ გამარჯვებას, მაგრამ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ, დემოკრატიულ ჩარჩოებში დარჩენას.“ - წერს ბაჩუკი ქარდავა ფეისბუქის გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42