"ბორის დაგიძველდა ხრიკები, მოემზადე... ვერაფერსაც ვერ გააფუჭებ "- სააკაშვილი ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება (ვიდეო)
პოლიტიკა - 14:40, 05 Nov, 2018     1878

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიმართვას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით ივანიშვილი კიდევ ერთხელ ცდილობს ქართველი ხალხის მოტყუებას და რეალურად არაფრის შეცვლას არ აპირებს:

“თქვენ შეიძლება იხილეთ დამფრთხალი და შეშინებული ივანიშვილი და იცით რა მომაგონა მისმა სახემ? ისეთი სახე ქონდა ქურდს რომ დაიჭერ სახლთან ნაქურდალით, ხელი რომ გაქვს ჩაჭიდებული და გეხვეწება, ოღონდ ახლა გამიშვი, პოლიციას არ ჩამაბარო, ცხოვრებაში აღარ ვიქურდებ, გამოვსწორდები და სწორ გზას დავადგებიო. ხომ იცით თუ გაუშვით, აუცილებლად ბოლომდე გაგძარცვავთ, მერე შეიძლება დანაც გაგიყაროთ. ასეა ივანიშვილი, იძახის გამოვსწორდებიო და უბან-უბან დაძრწიან კრიმინალები, მისი გამგებლები ცემენ კოორდინატორებს, ხალხს ემუქრებიან სამსახურიდან გაგდებით. ამის გამოსწორება არ შეიძლება, ამ კაცმა ბოლო 2 წელწადში, ჯიბიდან ამოგაცალათ 3 მილიარდი ლარი. გამოსწორდება რა, თავის დეიდაშვილ უჩას დაიჭერს? საკუთარ თავს ხომ არ დაიჭერს? , ფარცხალაძეს რამეს უზამს? ჩხარტიშვილს რამეს უზამს? საბანკო მაფიას ხაზარაძეს და ვიღაცეებს რამეს უზამს? რა თქმა უნდა არაფერს. ის ისევ მოგადგებათ თქვენ, ახლა თუ გაუშვით. მას არა მხოლოდ არაფრის შესრულება არ უნდა, მას აქვს ძალიან მზაკვრული გეგმები ქართველი ერის მომავალთან და თითოეულ თქვენგანთან დაკავშირებით. ახლა ის არის როგორც არასდროს სუსტი, ჩოქბჯენში და არ უნდა მივცეთ საშუალება იქიდან წამოდგომისა. ქართველი ხალხი დღეს გამარჯვებულია და ეს ჭორვილელი აფერისტი თავისი ვირეშმაკობით ცდილობს ცხვირწინ აგწაპნოთ გამარჯვება. ჩვენ გვაქვს ახლა ძალა და ჩვენ, თქვენ ამ ძალას ის ვეღარ წაგართმევთ. მისი მოტყუების კბილი ქართველმა ერმა მოიცვალა. ბორის დაგიძველდა ხრიკები, მოემზადე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის, ვერაფერსაც ვერ გააფუჭებ ყველაფერი იქნება კარგად.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42