„ივანიშვილის შეცდომების აღიარება დაგვიანებულია და მისი განცხადება არჩევნების შედეგებზე დიდ გავლენას ვეღარ მოახდენს“ - გია ხუხაშვილი
პოლიტიკა - 14:01, 05 Nov, 2018     3532
საპრეზიდენტო არჩევნებში განცდილი კრახის შემდეგ, ოცნება საგანგებო რეჟიმზე გადადის - მრავალსაათიანი გარჩევებისა და თანაგუნდელების დატუქვსვის შემნდეგ, პარტია "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

ექსპრემიერი 6 წუთიან ვიდეომიმართვაში ფაქტობრივად აღიარებს ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას და ამბობს, რომ - ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ მიმართ სამართლიანია. ამის მიუხედავად, ჩიხში შესული სიტუაციიდან გამოსვლის დასახვის ნაცვლად, დროს კვლავ ოპონენტების კრიტიკას უთმობს და აცხადებს, რომ არ შეიძლება ქვეყანა "ნაციონალურ მოძრაობას" დაუთმონ.


მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის დაპირება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის პატიმრებს შეიწყალებს „დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია“.


საუბრის ბოლოს, კი ივანიშვილი ხარვეზების გამოსასწორებლად ამომრჩევლისგან კიდევ ერთ წელიწადს ითხოვს.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელიც ექსპრემიერს კარგად იცნობს, "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ ივანიშვილის განცხადება არჩევნების შედეგებზე დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს, რადგან შეცდომების აღიარება დაგვიანებულია.

"ეს მიმართვა მეტ-ნაკლებად რეალობის ადეკვატური იყო, ბიძინა ივანიშვილმა ფაქტობრივად აღიარა შეცდომების დიდი ნაწილი და ეს კარგია. სხვა საკითხია, ის რომ ეს უკან მიდევნებული მიმართვაა და შესაბამისად, მას დამაჯერებლობა დაკარგული აქვს. ამ ტიპის მიმართვა მას 28 ოქტომბრამდე, რომ გაეკეთებინა, მას ეფექტი ექნებოდა, დღეს კი ამ მიმართვას განუზომლად ნაკლები ძალა აქვს.

ნიშნის მოგებით ნამდვილად არ ვამბობ, მაგრამ როდესაც ვამბობდი, რომ ივანიშვილმა ლიდერის ალღო დაკარგა, რასაც მისი მხრიდან ჩემი მისამართით აგრესია მოჰყვა, ზუსტად ამას ვგულისხმობდი. ლიდერს შეუძლია პრობლემების წინასწარ განჭვრეტა და პრევენციული მოქმედებების უნარი აქვს. დღევანდელი მისი განცხადება უფრო უკან მიდევნებულს ჰგავს, ვიდრე პრევენცულს, რაც პრობლემაა. ჩემი აზრით, ეს მიმართვა არჩევნების შედეგებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს"- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი ივანიშვილის გააქტიურებას ძალაუფლების დაკარგვის შიშს უკავშირებს.

​"გასაკვირი არ არის, რომ მას გარკვეული შიშები ჰქონდეს, ყველანი ადამიანები ვართ. ივანიშვილი მიხვდა, რომ პრობლემა არის სერიოზული და ის ფონი, რაც მის ინტერვიუებს გასდევდა, მოქალაქეები კიდევ უფრო გააბრაზა. ახლა ის ცდილობს რომ ტონი შეცვალოს"- დასძინა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი ამავე კონტექსტში ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის მიხეილ სააკაშვილი კვლავ თავის ტკივილად რჩება.

"სხვების შიშებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ყველამ თავის შიშებს მიხედოს. სამწუხაროდ, ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ადამიანები, რომლებსაც მაშინაც ეშინოდათ მიშასი და ახლაც ეშინიათ. პირადად მე თუ მკითხავთ, ამ შიშის საფუძველი არც მაშინ გქონდათ და არც ახლა. კი ბატონო, სააკაშვილი პრობლემაა ხელისუფლებისთვის, თუმცა მიზეზები საკუთარ თავში უნდა ეძებონ. მათი პირდაპირი დამსახურებაა მიშა სააკაშვილის რეაბილიტირება"- განმარტა გია ხუხაშვილმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42