"კუპატაძე ერთ-ერთი საუკეთესო პოლიციელია... რაც შეეხება მის ნათესავს, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის" - შს მინისტრის პირველი კომენტარი
პოლიტიკა - 10:00, 05 Nov, 2018     2697
თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის სიმამრის შესაძლო ბიზნეს გარიგებებზე, მედიაში გავრცელებულ იუნფორმაციას შს მინისტრი, გიორგი გახარია გამოეხმაურა.

„თემურ კუპატაძე არის ერთ-ერთი საუკეთესო პოლიციელი დღეს ქვეყანაში. ის არის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ის ღირსეულად ართმევს თავს თავის უფლებებს და მოვალეობებს. რაც შეეხება მის ნათესავს, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის და დარწმუნებული ვარ, რომ მის ბიზნესს ვერანაირი შეხება შს სამინისტროსთან ვერ ექნება. არ ვიცი გადავამოწმებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ კავშირი ვერ ექნება. იმიტომ, რომ მე მჯერა თემურის ღირსეულობის და დარწმუნებული ვარ, რომ ის მე როგორც მინიმუმ საქმის კურსში ჩამაყენებდა თუ ასე არ მოხდა, ამას რა თქმა უნდა შესაბამისი რეაგირება პირადად ჩემგან მოჰყვება,“-განაცხადა შს მინისტრმა.

"შაბათის კურიერში" გასული სიუჟეტის თანახმად, ავთანდილ ტაბუცაძეს „ქართულმა ოცნებამ“ რაჭაში სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მობილიზება დაავალა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ტაბუცაძესთან ამ პროცესში ჩართული იყო კანონიერი ქურდი გია ხმელიძე, იგივე "ხმელო".

ოპოზიციის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ, საპატრულო პოლიციის უფროსის სიმამრი დიდი ფულს იღებს. თანხებს მას სპეციალურად შემუშავების სქემით სახელმწიფო ბიუჯეტიდან აძლევენ.

"რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, 2018 წლის 22 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის უნიფორმების შეძენაზე ტენდერი გამოცხადა. „ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი აჩვენა. კომპანია საპატრულო პოლიციის უფროსის, თემურ კუპატაძის, სიმამრს, ავთანდილ ტაბუცაძეს, ეკუთვნის, თუმცა სიმამრის ფირმა გამარჯვებულად იმის გამო ვერ გამოცხადდა, რომ დოკუმენტაცია არასრულად წარადგინა. ამის შემდეგ ტენდერში „ჯეოტექსტილს“ გაამარჯვებინეს, რომელიც გახარიას უწყებას მომსახურებას 47 ათასი ლარით ძვირად სთავაზობდა.

გამარჯვებულმა „ჯეოტექსტილმა“ ხელშეკრულება საპატრულო პოლიციის უფროსის სიმამრის კომპანიასთან გააფორმა და მთელი ფული მას გადაუხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ფორმები საპატრულო პოლიციის უფროსის სიმამრმა შეუკერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42