"თქვენი საქმე არ არის მე რას გავაკეთებ. არხი შეეცდება, დეზინფორმაცია რასაც ავრცელებს „რუსთავი 2“ დაუპირისპიროს სამართლიანი ინფორმაცია" - ირაკლი რუხაძე აქციაზე (ვიდეო)
პოლიტიკა - 15:20, 04 Nov, 2018     2553

„არა მიშას," არა "ნაციონალურ მოძრაობას" - ამ სლოგანით ვერის პარკში აქცია გაიმართა. შეკრებილების თქმით, დაუშვებელია ხელისუფლებაში კვლავ "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდეს, ამისთვის კი არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.

აქციაზე იმყოფებოდნენ ტელეკომპანია "იმედის" დამფუძნებლები და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც, რომლის თქმით ვერის პარკში სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერის გამო მივიდა.

ირაკლი რუხაძემ არ იცის, რატომ დატოვა არხი ორმა ჟურნალისტმა, არც ის იცის, გახდა თუ არა ამის მიზეზი არხის საინფორმაციო პოლიტიკა სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში.

„ყველაფერს გააკეთებო განაცხადა ნიკა გვარამიამ, თქვენმა გენერალურმა დირექტორმა, რომ ჯერ სალომეს დავიმახსოვრებო. ჯერ სალომე წავაგებინებ და მერე მოგიბრუნდებითო. აი ჩვენ დაგვემუქრა, რომ მოგვიბრუნდეს. ამას რა თქმა უნდა არ დავუშვებთ. ამიტომ მოვედი აქ. არავის არ დაუტოვებია მე როგორც ვიცი. მგონი ორი ჟურნალისტია, ჩვენთან სულ ვიღაც მიდის და მოდის. ეს განცხადება კიდევ ერთხელ იყო აუცილებელი, მხოლოდ იმიტომ გაკეთდა რა განცხადებაც გააკეთა ნიკა გვარამიამ. კითხვა ხომ იცით?! თქვენი საქმე არ არის მე რას გავაკეთებ. არხი შეეცდება, რომ დეზინფორმაცია რასაც ავრცელებს „რუსთავი 2,“ ამას დაუპირისპიროს ნორმალური და სამართლიანი ინფორმაცია. მხოლოდ ამას და საგანგებო რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გავაკეთოთ ბევრად კარგად, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. აქამდე იმდენ დროს არ ვუთმობდით ამას. ჩვენ გვქონდა დაბალანსებული ბადე. ახლა ეს ბადე გადაინაცვლებს უფრო ახალი ამბებისკენ,“-განაცხადა ირაკლი რუხაძემ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42