ლაითურში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენი კვლავ გაქურდეს
პოლიტიკა - 16:40, 04 Nov, 2018     1910

"მეუბნებიან, რომ მმართველი პარტია ადგილობრივებს რომლებსაც მიწები არა აქვთ პირდება, რომ თუ არჩევნებში ხმას მისცემენ ჩემს მიწებს დაურიგებენ. ბოლო ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ, დავტოვე ლაითური და სხვაგან გადავედი საცხოვრებლად, რადგან მემუქრებოდნენენ და მოითხოვდნენ, რომ ასე მოვქცეულიყავი, თუმცა ახლა უკვე ქონების წართმევაც უნდათ," - აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენი, იგორ ასკაროვი, რომლის საცხოვრებელი სახლი და კარმიდამო უცნობმა პირებმა გუშინ გაქურდეს.

კრიმინალებმა ასკაროვის კუთვნილი შენობა ნაგებობები, ასევე მისი კერძო მეურნეობა მთლიანად გამოიყვანეს მწყობრიდან.

ებრაელი ბიზნესმენის თქმით, წაღებულია ათეული ტონა ჯართი, დაზგები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რკინის ღობეები, მთლიანად გამოსულია მწყობრიდან მეურნეობა.

დაზარალებული ამბობს, რომ ის პოლიციას არ ენდობა, რადგან მასზე ბოლო 4 წელია თავდასხმები და ყაჩაღობები ხდება-პოლიცია კი ამ საქმეებს მიზანმიმართულად არ იძიებს

"შევიძინე 2012 წელს 50 ჰექტარი მიწა, დავიწყე მეურნეობის მშენებლობა, მესაქონლეობა, მეფუტკრეობა მქონდა კენკროვანი ჯიშის კულტურათა პლანტაციები, თუმცა თქვენი მმართველი პარტია და ხელისუფლება ხომ ასე იქცევა - ჯერ შემოგვიტყუებენ, მერე გვძარცვავენ და გვაიძულებენ წავიდეთ. 2 მილიონი დოლარი ჩავდე აქ, მეუბნებიან რომ მმართველი პარტია ადგილობრივებს რომლებსაც მიწები არა აქვთ პირდება, რომ თუ არჩევნებში ხმას მისცემენ ჩემს მიწებს დაურიგებენ. ბოლო ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ დავტოვე ლაითური და სხვაგან გადავედი საცხოვრებლად, რადგან მემუქრებოდნენენ და მოითხოვდნენ რომ ასე მოვქცეულიყავი, თუმცა ახლა უკვე ქონების წართმევაც უნდათ' - ამბობს ასკაროვი

ცნობისათვის, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ებრაელ ბიზნესმენს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ტავ ყაჩაღები დაესხნენ, ის და მასტან ერთად მცხოვრები ქალბატონი ბლაგვი საგნის გამოყენებით სასტიკად სცემეს, ეს საქმე არ გახსნილა.

მანამდე კი იგორ ასკაროვი ხშირად აკეთებდა განცხადებებს, რომ ის იდევნებოდა და მასზე ხორციელდებოდა ტერორი, რომელშიც, მისი ვარაუდით ადგილობრივი პოლიციის უფროსობა იყო ჩარეული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42