„ჩატარდება მეორე ტური და საკადრის პასუხს გავცემთ ხელისუფლებას“
პოლიტიკა - 00:40, 04 Nov, 2018     2977
არსებული ინფორმაციით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შესაძლოა 25 ნოემბერს გაიმართოს.

პირველ ტურში დამარცხებულმა სახელისუფლებო კანდიდატმა, ბრძოლა ახალი ძალებით დაიწყო, რაშიც მთელი რესურსით აპირებენ ჩართვას „ოცნების“ ხელისუფლებაც და დეპუტატ-მერებიც.

28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ოპოზიცია აცხადებს, რომ ხალხი ხელისუფლების ტყუილმა დაპირებებმა, სიღატაკემ, გაძვირებულმა ცხოვრებამ და უიმედობამ დაღალა, რის გამოც მათ ხელისუფლებას დამსახურებული სილა გააწნეს.

თავად ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებმა მათ ბევრი პრობლემა რეალურად დაანახა და დღეიდან ხალხთან უფრო ახლოს მისვლისა და მათ მოფერების პირობა დადო.

რას ფიქრობს თავად მოსახლეობა, როგორ აფასებს არჩევნების პირველი ტურის შედეგებს, მიაჩნიათ თუ არა, რომ ამით ხელისუფლებას დაანახეს, რომ საფუძვლიანად განაწყენებულები არიან და როგორ ემზადებიან მეორე ტურისთვის, ამ კითხვებით „გურიის მოამბემ“ რამდენიმე ადგილობრივის აზრი მოისმინა.

ზ. ფიჩხაძე: რთადერთს, რასაც ვამბობ, ცხოვრებაში რაღაც უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ. არჩევნები გაყალბებული იყო, მაგაში ორი აზრი არ არსებობს. არ მოხდა ისე, რაფერც უნდა მომხდარიყო. მეორე ტურის მოლოდინი გვაქვს და ვნახოთ, დრო გვიჩვენებს, საქმე გვიჩვენებს. არჩევნებზე წავალთ ყველა, მაგაში ეჭვი არავის არ შეეპაროს. აღარ ვიცი ვისი იმედი მქონდეს, ჯერე შევარდნაძის იმედი გვქონდა,მერე მომდევნოს იმედი, მერე სააკაშვილის მერე ამის და შედეგი არის რამე? არაფერი. მოლოდინში ვართ, 30 წელიწადია ხალხი, მოლოდინში.

ბ. კალანდარიშვილი: პირველ ტურში სამართლიანად გასცა მოსახლეობამ პასუხი მთავრობას და მეორე ტურშიც მაინც სალომემ უნდა მიიღოს კარგი შედეგი?

ლევანი. ს-არა არ გაუცია ხალხს არაფერი პასუხი. ჩატარდება მეორე ტური და საკადრისად გავცემთ პასუხს. მოლოდინი დიდია, ხალხი ბრძენია და თვითონ განსაზღვრავს, ვინ,როგორ და რაა უკეთესი.

ნ. ცინცაძე: გასცა მთავრობას მოსახელობამ ამ არჩევნების შედეგებით პასუხი. ვნახოთ,რაფერ წავა სიტუაცია, იმედია უკეთესობისკენ წავა.

ნ. მუკბანიანი: რა გააკეთა, ან ამ მთავრობამ, ან იმ მთავრობამ? მე რაც ამ თითებით ჩაი მაქვს ნაკრეფი, იმის ფული რომ ბანკშია, ის ფული მოგვცეს. მე არ მაქვს მისი ვალი, მას აქვს ჩემი. არც დიდი სასიხარულო იგი არ იყო და არც აგია. მესამე პარტია უნდა ჩამოდგეს. არის იმფერი ხალხი ჩვენს ქვეყანაში, რომ ამ საქართველოს ეპატრონოს. აი ცუდია ახლა. მომცეს ჩემი ფული ივანიშვილმა და მე შევიტან მერე ბანკში ფულს. ამ თითებიდან სისხლი მომდიოდა შვილო, 12 ტონა ჩაის ვკრეფდი. ვფქირობდი პრემია, ნორმალური პენსია სიბერეში მექნებოდა და არაფერი არ მაქვს. დღეს კიდე გვატყუებს აქეთ, რომ ბანკის ვალს ერთ კაპიკს არ დაგატოვებიებთო, იქნევს ხელს და გვატყუებს დაპირებებით.

ნ.კუპრაძე: არჩევნების შედეგები, გამოიხატა პროცენტებით. მე პირადად ჩვენს მთავრობას ვუჭერდი მხარს და მისი მომხრე ვიყავი ყოველთვის. მაგრამ, ვხედავ იმ ნაკლოვანებებს, იმ ტყუილს რაც არის. ჯერ ერთი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი არჩეულია ეს მთავრობა და მე რომ ვიქნები კარგად და ჩემისთანა 80%-ი რომელიცაა საქართველოში, აი მაშინაა ის მთავრობა კარგად. .სახლის მშენებლობაზე ადვოკატად რომ დაუდგა, 35 ათასად გაყიდაო, ჩემს არჩეულ მოხელეს იმის საშუალება არ უნდა ჰქონდეს, ვილები აშენოს. იმან უნდა ემსახუროს დღე და ღამე მუხლჩაუხრელი, რომ ჩემისთანა ხალხი დადგეს ფეხზე და მერე ვილა 30 ააშენოს თუ უნდა. იმ 6 წლის განმავლობაში მე რომ ავირჩიე, მე უნდა მემსახურებოდეს და მე უნდა ვიყო კარგად. იმათ აქვთ საკმარისი ხელფასი, რომ იგრძნონ თავი კარგად, ჩვენ ვიხრჩობით, არაფერი არ გაგვაჩნია. შედეგები როგორიც ეკუთვნოდა, ისეთი დაიდო. მიუხედავდ იმისა, ვარ ამ მთავრობის მომხრე, მაგრამ როგორი შედეგიც ეკუთვნოდა დაიდო ისეთი. მეორე ტურის არ ვიცი, ვერ ვხდები, ვერც აზრი გამომაქვს ჩვენი ხელისუფლებიდან და ჩემსავით რამდენია კიდე. საქართველოშო 80%-ია ჩემფერი გაჭირვებული და მე ვთვლი თავს უღარიბესად და ჩემზე გაჭირვებულია ბევრი. დარჩენილი 20%-ი დიდებულად არიან და 24 საათი ფიქრობენ ვილები როგორ აიშენონ და გაიუმჯობესონ ცხოვრება. ჩვენ არა ვართ ცოდვა? მე აქ ვზივარ, ვვაჭრობ, ორი პარასკევი მაქვს, მივდივარ უკვე, აღარ უნდა ვნახო არაფერი? რატომ უნდა მივტიროდე კომუნისტების დროს? არცერთ დროს არ ვყოფილვარ ასე, ახლა რომ ვარ. 70 ათასი გაიფლანგაო და არაფერი . თუ ის დამნაშავე იყო და არ ხედავენ დანაშავედ, მეც მომცენ მაშინ 70 ათასის გაფლანგვის საშუალება და ჩამსვან ციხეში ორი წელი.

ი. ქათამიძე: როგორც ეკუთვნოდათ, ისე გასცა მოსახლეობამ ამ მთავრობას არჩევნებზე პასუხი. მე მაგალითად 48 შემოვხაზე და ახლაც იგივე აზრზე ვარ, ანუ მეორე ტურში რა თქმა უნდა, ისევ მაგას შემოვხაზავ, მაინც მთავრობაა და მაგიტო.

ც. სირაძე: რისი ღირსიც იყო, ისე გასცა პასუხი მოსახლეობამ. მეორე ტურში, არაფერი მოლოდნი არ მაქვს არც ერთიდან და არც მეორედან. ამდენი დანაპირები ერთიდან, მეორედან, ამდენი უსამართლო სიტყვები. გირგვლიანს რომ იმას ადარებენ, ისიც ცოდვაა და ესეც ცოდვაა, არაფერი გამართლება მაგ შედარებას არა აქვს. რა უნდა ვთქვათ უყერებთ ახლა მაგენის დანაპირებს და ვართ ამფერ დღეში.

შორენა ქ. ცუდი პასუხი გასცა მოსახლეობამ. ვფიქრობდი იმას, რომ ყოფილიყო ნორმალური პრეზდენტი სათავეში. ახლა მეორე ტურია და ვნახოთ. მოლოდინი რა მექნება, რა იქნება არ ვიცი, ახლა უფლის ნებაა ყველაფერი და ვნახოთ რა იქნება. ჩვენ ყველა მივალთ არჩევნებზე და როგორც მივეცით ხმა, ისე მივცემთ ახლაც. ყველამ გამოსცადა თავისი საქმიანობა და არაფერი შედეგი არ არის და ვნახოთ რა იქნება აწი.

ქ. ვასაძე: სწორად გასცა მოსახლეობამ არჩევნებით პასუხი ამ მთავრობას. მე კიდევ წავალ და 5 ნომერს შემოვხაზავ. თქვენ გეწყინებათ თუ არ გეწყინებათ არ ვიცი მე. მეორე ტურში ნამდვლად გამარჯვება აქვს, თუ არ გააყალბა მაგენმა. ძალიან დიდი გაყალბება იყო პირველ ტურში, ნახევარი ჩემი მეზობლები არ წასულან არჩევნებზე და ეხლა აპირებენ წასვლას.

ს. მექვაბიშვილი: რა შედეგი იყო და რაზე ვილაპარაკო აღარ ვიცი. ან ერთმა და ან მეორემ რა გაგვიკეთა ჩვენ? ყველა ბრძოლობს მისი სკამიზა. მეორე ტური კი არა მეათე იყოს თუ გინდა. მე თუ ხელი არ გავაქანე კაცი არ მომიტანს არაფერს. ვკვდებოდი და გადასხმა გამიკეთენ, გადამიყვანენ საავადმყოფოში და ფული მომთხოვენ პენსიონერი არ ხარო და ამ მთავრობაზე რა ვთქვა? ამას დედა სააკაშვილი ჯობდა, რაცხა გადარეული იყო. სააკაშვლის ხალხის იმედი მაქვს, რაც არ უნდა იყოს, განათლებულები მაინც არიან.

ლ. მჟავანაძე: „ნაციონალები“ შორსო რომ იძახიან, უკეთესი ყავთ ახლა? რატო უნდა გვეშინოდეს გადაღმა გადმოსვლის? სკოლიდან წამოსვლის მეშინია ჩემი შვილიშვილის რომ რამე არ დაემართოს. ეს დღეს რაც ხდება, რასაც ტელევიზორში ვუყურებთ ამის ძალიან დიდი შიში გვაქვს. ამ მთავრობის იმედი სულ გადაწურულია. მე ვაშაძის მხარდამჭერი ვარ და მინდა მეორე ტურში მან გაიმარჯვოს, მაგის კიდევ უფრო მჯერა. მოლოდინი მაქვს უკეთესობისკენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42