"უტიფარი ხელისუფლება ადამიანს ეუბნება, დასველდი, გაცივდი, მოკვდი"- ელენე ხოშტარია "ოცნებას" შვილმოკლული მამების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 15:54, 03 Nov, 2018     1767
ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს კანონიერი პროტესტის გამოხატვის უფლება მისცენ.


ელენე ხოსტარიამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და სამართალდამცველები შვილმოკლული მამების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, გუშინ ძლიერი წვიმის მიუხედავად, შვილმოკლულ მამას რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლისა და ცელოფნის გადაფარების უფლება არ მისცეს.

"მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ უსამართლობის, უტიფრობის, ხალხისთვის ზურგის შექცევის გამო ქართულ ოცნებას უთხრა არა არჩევნების პირველ ტურში, გუშინ ჩვენ ვნახეთ ამ ხელისუფლების მართლაც ზღვარგადასული, მორალურად, პოლიტიკურად და სამართლებლივად გაუმართლებელი ქცევა, როდესაც კოკისპირულ წვიმაში, საღამოს ისინი მივიდნენ შვილმკვდარ მამებთან, ზაზა სარალიძესთან და დაუხიეს გადაკრული პარკები. იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება გველაპარაკება, რომ ყველასთან ჩახუტებას აპირებენ თურმე და თურმე ვითომ რაღაც გაიგეს, აგრძელებენ ამ მართლაც ზღვარგადასულ საქციელს ამ სახელმწიფო სისტემის მსხვერპლის მიმართ. მათ გააჩნიათ სამართლებლივი პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, რომ ეს ადამიანები რუსთაველზე საერთოდ აღარ იდგნენ, მათი სამართლიანი მოთხოვნები იყოს ბოლომდე შესრულებული და მკვლელი დასჯილი.

ჩვენ მერე ვიხილეთ ბატონი ზაზას წერილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც ადამიანური, გაოგნებული ენით საუბრობს შეურაცხყოფებზე, რომელიც მას პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიაყენა, როდესაც რაღაც პარტიის კოორდინატორი უწოდა ყველანაირი საფუძვლის გარეშე. მოითხოვა ადამიანმა, მოდი შემხვი და მიპასუხე, ტყუილების გარეშე მიპასუხე, რატომ არ ისჯებიან ჩემი შვილის მკვლელები. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს რამის პასუხი რომ შეძლებოდა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ხდება ჩვენი ქვეყნის შუაგულში, ადამიანს ეუბნებიან - დასველდი, გაცივდი, მოკვდი, რაც გინდა მოგივიდეს, მე ვარ უტიფარი ხელისუფლება და აი ამ ფონზე საერთოდ რაზე არის ლაპარაკი.

მათ ვერ გაიგეს, რომ არცერთ ხელისუფლებას არ გაუვა ასეთი უტიფრობა, თავგასულობა და ადამიანის უფლებების შელახვა.

მე მინდა მივმართო ქართული ოცნების კომისიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს და ყველას, ვისაც საერთოდ ადამიანები უნდა იყვნენ. თქვენ საერთოდ წარმოგიდგენიათ, რომ თქვენს ქვეყანაში თქვენს გვერდზე ასე ექცევა სახელმწიფო ადამაინს? თქვენ შეგიძლიათ დაზეპირებული ტექსტებით ილაპარაკოთ და გააგრძელოთ ბიძინა ივანიშვილის სიამოვნება, როდესაც ყველანაირ ადამიანურ ზღვარს ცდება თქვენი საქციელი? პოლიციელებს ამ დანაშაულს რატო აკეთებინებთ. სრული პატივისცემით ვამბობ ეს არის ინსტიტუტი რომელიც არ ჩამოინგრა და რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და რას უშვრებიან, რაში იყენებენ? თავის პირად ანგარიშსწორებაში იყენებენ ზაზა სარალიძის მიმართ? კატეგორიულად კიდევ ერთხელ მოვითხოვ, კომისიის დასკვნა გაითვალისწინონ და დაისაჯოს ყველა დამნაშავე და არავინ იფიქროს, რომ ვინმეს გაუვა ამ დაჩაგრულ ადამიანებთან ასეთი საქციელი"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42