„გუნდში ბევრი ტრავმების გათვალისწინებით, ხალხი ალბათ იტყვის, რომ ჩვენ იტალიასთან ფავორიტები არ ვართ... რაც პრინციპში სიმართლეა. არაფავორიტის როლში ყოფნა ფიზიკური და განსაკუთრებით მენტალური კუთხით ქართველებისთვის ზედგამოჭრილია. ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა, რადგან საუკუნეების მანძილზე საქართველოს მტრის შემოტევასთან გამკლავება უწევდა. ეს ადრეც არაერთხელ მითქვამს , ქართველები ერთ დღეს ვენახს უვლიდნენ, ხოლო მეორე დღეს კი სამშობლოს დაცვა უწევდათ. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. მსმენია ფრანგი მოგზაურის, ჯაკ დე ვილემონის შესახებ, რომელიც მე-16 საუკუნეში იერუსალემში გადაყრია ქართველებს. მისი გაოცება გამოიწვია იმან, რომ თუ ქართველი არ იბრძოდა, ის უხასიათოდ იყო, ხოლო თუ მას ხმალამოღებულს უწევდა ხალხის და მიწის დაცვა, თითქოს ბუნებრივად ბედნიერი ხდებოდა. ამ ამბიდან გამომდინარე, ფრაზა - „ბრძოლაში ბედნიერი“ ძალიან გვიხდება და მომავალ მატჩში გაგვაძლიერებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი - ეს გამონათქვამი ჩვენს მენტალობას უხდება, რადგან როდესაც კუთხეში მიგვამწყვევენ და რაღაც ჩვენთვის ძვირფასისათვის გვიწევს ბრძოლა, სწორედ ამ დროს ვხდებით ძლიერები და ბედნიერები. ჩვენთვის ეს არც დაბრკოლებაა და არც პრობლემა, მე ამას ჩვენ უპირატესობას ვთვლი. აი, მოედანზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები“ - ამბობს ჰეიგი.
მასალის გამოყენების პირობები