"ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ პირველ ტურში გამარჯვების პირველ შედეგებს. გუშინ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები 5-ჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ. მათ სამწუხაროდ ახლა გაიგეს, რომ ქვეყანაში 150 000 ბავშვი შიმშილობს. თურმე ყოფილა ბიუჯეტში იმის შესაძლებლობა რომ ბავშვებს მეტი დახმარება გაუწიოთ.
ბატონი სერგეენკო - "სოციალურად დაუცველებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარება არ შეუწყდებათ. სწორედ ამას ვითხოვდით წლების განმავლობაში. პირადად მე არაერთხელ მივსულვარ ჯანდაცვის სამინისტროში და ათობით ადამიანი. თურმე ყოფილა ბიუჯეტში ამისთვის თანხა.
ბატონი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ 2019 წლიდან შშმ პირებს დახმარება გაეზრდებათ - თურმე ყოფილა ამის შესაძლებლობა. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ბიუჯეტის პროექტში, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში შეიტანა, არცერთი ეს პროგრამა არ იყო გათვალისწინებული. რა ხდება, რატომ აკეთებს და რატომ ამბობს ამას ახლა ქართული ოცნება? - იმიტომ, რომ მათ ეშინიათ სკამების დაკარგვის.
ჩვენსა და მათს შორის განსხვავება სწორედ ეს არის - ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რა მომავალი აქვს საქართველოს, გვტკივა ის პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს. ამ საკითხებს წლების განმავლობაში ვაკეთებდით, მათ კი პრობლემის მოგვარება დაიწყეს, მაშინ, როცა სკამის დაკარგვის საშიშროება იგრძნეს.
სად მიდიოდა ეს თანხები? - მიდიოდა იმ კორუფციულ სქემებში, რასაც ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში აწყობდნენ, იშენებდნენ სასახლეებს და ზრუნავდნენ ჯიბის გასქელებაზე.
ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ კიდევ ბევრს მივაღწევთ მეორე ტურამდე. მას შემდეგ რაც გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიცია გაიმარჯვებს, ამ პროექტების გარდა სხვა მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ. ქვეყანაში ეკონომიკური პროგრამების განსახორციელებელი"- განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






