"სუს-მა გადაწყვეტილება მიიღო"- ლაშა გოგიასა და გია გულორდავას შემდეგ შესაძლოა, სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორიც დააკავონ
პოლიტიკა - 10:00, 03 Nov, 2018     1918
სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი. ლევან შონია შესაძლებელია გისოსებს მიღმა აღმონდეს. ”კურიერის” ინფორმაციით, სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურს სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის დაკავების გადაწყვეტილება აქვს მიღებული.


გავრცელებული ცნობით, ლევან შონიას წინააღმდეგ ჩვენების მოპოვებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზუგდიდის ყოფილი მერისგან ცდილობს. ლაშა გოგიასა და გია გულორდავას ხმაურიანი დაკავების შემდეგ საგამოძიებო უწყება კორუფციულ გარიგებასთან ყოფილი გუბერნატორის კავშირებითაც დაინტერესდა.

ლევან შონიას დაკავების მიზეზი შესაძლოა ”კურიერის” მიერ გასაჯაროებული აუდიოჩანაწერი გახდეს. ირკვევა, რომ ქრთამს ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია არა მხოლოდ ზუგდიდის მერს და მის მოადგილეს, არამედ მაშინდელ გუბერნატორს ლევან შონიასაც აძლევდა.

თანამდებობიდან გადაყენებული ყოფილი გუბერნატორი ადასტურებს, რომ სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. შონია გამოძიებას ენდობა და დაკავებას არ ელოდება.

”კურიერის” ინფორმაციით, ყოფილი გუბერნატორი მმართველ გუნდზე გაბრაზებულია და მან არც წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

ყოფილი გუბერნატორის დაკავებას არ გამორიცხავს კახა მიქაია, რომელმაც სკანდალური ჩანაწერი რამდენიმე თვის წინ გაასაჯაროა.”ქართული ოცნების” ყოფილი აქტიური მხარდამჭერი დარწმუნებულია, რომ სამეგრელოში არჩვენების წაგებას ბიძინა ივანიშვილი ყოფილ მაღალჩინოსნებს არ აპატიებს და მათი სამაგალითოდ დასჯის დავალება საგამოძიებო უწყებას უკვე მიღებული აქვს.

ყოფილი გუბერნატორის მიმართ საგამოძიებო უწყებას კითხვები ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში კონტრაბანდული საქონლის შემოტანის საქმეზეც აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ რეგიონში კონტრაბანდის შემოტანას სწორედ ლევან შონია მფარველობდა.

ლევან შონიას ახლო გარემოცვის წევრები - ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე უკვე 24 საათზე მეტია წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. გამოძიება მათ დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. საქმის მასალების მიხედვით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ კონკრეტული ობიექტების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას 21 ათას 5000 დოლარი გამოართვეს და თანხა მიითვისეს. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებული მაღალჩინოსნები ბრალს არ ეთანხმებიან და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერისგან განსხვავებით, რომელიც დაკავებულია, გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს მისი შვილი. წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საკუთარი მამა კანონის სრული დაცვით დააკავეს.

ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას სექტემბრიდან ედავება, თუმცა მათი დაკავება საგამოძიებო უწყება მხოლოდ არჩევნების წაგების შემდეგ გადაწყვიტა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42