ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ქმარს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის გამო დაუპირისპირდა
პოლიტიკა - 20:57, 02 Nov, 2018     1699

ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი, თამარ დუმბაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს, რომ მის მეუღლესთან 29 წლიან თანაცხოვრებას სალომე ზურაბიშვილის გამო უსვამს წერტილს:


"29 წლის თანაცხოვრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ყველაფრისათვის წერტილი დამესვა დავიღალე მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნით ეს გახდა საფუძველი იმ განცხადებისა, რაც გააკეთა დღეს ვლადიმერ ვადაჭკორიამ. მე არასოდეს არ და ვერ ვუღალატებ ჩემს პრინციპებს ვარ "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" წევრი და მისი ერთგული ჯარისკაცი. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი გადავიტანე და ბევრსაც გაუძელი იმედია ამ ძლიერ დარტყმასაც გავუძლებ თქვენთან ერთად. დამეთანხმებით ალბათ , რომ ეს არის უდიდესი გამოწვევე, რომელსაც ვიღებ იმედია გაგებით მოეკიდებით ჩემო კეთილის მსურველებო განსაკუთრებით ჩემო სალომიკო. ერთი სიტყვით "აქა ვდგევარ და სხვანაირად არ ძალმიძს".


შემდეგი ნაბიჯი " ბრძოლა გამარჯვებისათვის" 48"-წერს თამარ დუმბაძე.


ცნობისთვის, დღეს "გურიის მოამბესთან" დუმბაძის მეუღლემ ვლადიმერ ვადაჭკორიამ, რომელიც ადგილზე რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელია, განაცხადა რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს არ დაუჭერს:


"თქვენ საქმის კურსში ხართ, რომ ჩვენმა პარტიამ გააკეთა ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით და ჩვენც თავისთავად მხარს "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთ. ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გეტყვით რა ფორმით, შესაძლოა ეს იოყოს მხოლოდ ხმის მიცემა და საინფორმაციო აგიტაცია თუ შტაბებში მუშაობა, თუმცა ის, რომ მხარს ვუჭერთ-გადაწყვეტილია"-გვითხრა ვადაჭკორიამ.


პოსტი დუმბაძემ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დადებიდან მალევე წაშალა. მოგვიანებით კი, უფრო ვრცელი განცხადება გაავრცელა:


"მინდა გამოვეხმაურო ჩემი მეუღლის ვლადიმერ ვადაჭკორიას მიერ გაკეთებულ განცხადებას. მე მკვეთრად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და პოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით. ძალიან რთულია როდესაც ოჯახში აზრთა სხვადასხვაობაა და ეს დიდი კომფლიქტის წყარო გახდა. ჩემი პოსტის არასწორად გააზრების გამო ვაქვეყნებ ამ პოსტს. ჩემი სათქმელი მკაფიო და შეუცვლელია, დავიღალე იმით რომ ყოველთვის ჩემი მეუღლისა და ჩემს პოზიციას ერთმანეთში აიგივებენ. წლებია მე ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი და ნებისმიერ წინააღმდეგობას ვუმკლავდები მის დასაცავად. მე არ ვგავარ ადამიანებს რომლებიც დროს უწყობენ ფეხს და იცვლიან პოზიციებს.


ჩემი არგამოქვეყნებული პსოტის მოპარვა და მახინჯი ინტერპრეტირება უკვე მოასწრეს და ამაზეც გავაკეთებ კომენტარს


""29 წლის თანაცხოვრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ყველაფრისათვის წერტილი დამესვა დავიღალე მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნით ეს გახდა საფუძველი იმ განცხადებისა, რაც გააკეთა დღეს ვლადიმერ ვადაჭკორიამ."


ეს პოსტი გამოქვეყნებისთანავე წავშალე მისი ბუნდოვანი შინაარსის გამო. ვიცი რამდენად არაკომპეტენტურია მედია ტექსტის სწორად გააზრებაში და რომ ეს სიტყვები შეიძლებოდა გადაეთარგმნათ სურვილისამებრ. ჩემი ვარაუდები გამართლდა.


როგორც წინამდებარე ისე ამ პოსტით მინდა ვთქვა რომ წერტილს ვუსმევ ვლადიმერ ვადაჭკორიას როგორს სუბიექტის და ჩემს ერთად მოაზრებაში,რადგან ჩვენ რადიკალური პოზიციები გვაქვს. მე ვგმობ მის განცხადებას და მეტიც დღეიდან ჩემი მოწინააღმდეგეა. თუმცა,მინდა ყველამ გაიგოს რომ ეს პირად ცხოვრებასთან არ არის დაკავშირებული და სკანდალური განცხადებებიდანაც თავი შეიკავოთ"-წერს დუმბაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42