შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა 3 კომპანია დააჯარიმა
პოლიტიკა - 20:35, 02 Nov, 2018     992
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2018 წლის 1 აგვისტოდან გაზრდილი მანდატის ფარგლებში 60-მდე კომპანია შეამოწმა და მათ შორის 3 დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებულ შეხვედრაზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ გააკეთა.

"შრომის ინსპექციასა და ბიზნეს სექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე პირობების ინსპექტირების მიმდინარე პროცესების, მთავარი გამოწვევებისა და ხარვეზების შესახებ იმსჯელეს. „საჯარიმო სანქციები მერყეობს 100-დან, 50000 ლარამდე მერყეობს. ეს დამოკიდებულია კომპანიის სიდიდესა და დარღვევის სიმძიმეზე. მონიტორინგის პროცესში ამ ეტაპზე კომპანიებისთვის მთავარი გამოწვევა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაა, მაგალითად ისეთის, როგორიცაა ვიბრაცია, მიკროკლიმატი, ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეები“, - აცხადებს ბექა ფერაძე.

"შეხვედრის ფარგლებში ბიზნეს სექტორმა წარმოადგინა საკუთარი შეფასებები შრომის უსაფრთხოების ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ. “ამ ეტაპზე ბიზნესისთვის აქტუალური საკითხია უბედური შემთხვევებისგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევის რეგულაცია, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. კანონში არსებული საკითხების დასაზუსტებლად საქარველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და სადაზღვევო კომპანიების ასოციაციამ უკვე დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა, რათა მთავრობას მივაწოდოთ ბიზნეს სექტორის ხედვა, თუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს ამ კანონის ამოქმედება იმგვარად, რომ ნაკლებ წნეხს წარმოადგენდეს ის კომპანიებისთვის“, - აღნიშნავს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც ბიზნეს სექტორის მხარდამჭერი ორგანიზაცია, დისკუსიის პროცესში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებში გამოვლენილ მთავარ გამოწვევებზე საპასუხოდ შეიმუშავებს კონკრეტულ სერვისებს, რომლებიც ბიზნეს სექტორს მაქსიმალურად გაუმარტივებს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად სამუშაო გარემოს მოწყობას, რათა, ერთი მხრივ, უზრუნველყონ თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ, თავიდან აირიდონ ის ფინანსური სანქციები, რომლებსაც უკვე ამოქმედებული რეგულაციები ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42