"კარგია, რომ ბავშვის დანამატს ზრდით და რას აკლებთ?" - ზურაბ ჭიაბერაშვილი მმართველ გუნდს
პოლიტიკა - 18:28, 02 Nov, 2018     727
"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი "ქართული ოცნების" ინიციატივას სოციალური ქსელით ეხმაურება.

"საპრეზიდენტო არჩევნებში მოახლოებული დამარცხების წინ “ქართული ოცნება” უცბად იწყებს ზრუნვას სიღარიბეზე და აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების 10-ლარიან დანამატს 50 ლარამდე გაზრდის. არადა 2019 წლის ბიუჯეტის პირველ პროექტში, რომელიც პარლამენტმა 2 კვირის წინ განიხილა - მსგავსი არაფერიეწერა. 1$ ამჟამად 2.75 ლარია

“ქართულმა ოცნებამ სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებზე 10-ლარიანი დანამატის გაცემა 2015 წლის ზაფხულიდან დაიწყო იმის მიუხედავად, რომ გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისში გასცა ამგვარი დანამატის 25 ლარის ოდენობით გაცემის რეკომენდაცია. 1$ მაშინ 1.66 ლარი იყო, ხოლო ფასები ბავშვის საკვებსა და მედიკამენტებზე - გაცილებით დაბალი.

საპრეზიდენტო არჩევნებში მოახლოებული დამარცხების წინ “ქართული ოცნება” უცბად იწყებს ზრუნვას სიღარიბეზე და აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების 10-ლარიან დანამატს 50 ლარამდე გაზრდის. არადა 2019 წლის ბიუჯეტის პირველ პროექტში, რომელიც პარლამენტმა 2 კვირის წინ განიხილა - მსგავსი არაფერი ეწერა. 1$ ამჟამად 2.75 ლარია.

როდესაც “ევროპული საქართველო” მუდმივად აყენებდა არა მხოლოდ სოციალური დახმარებების, არამედ ასაკობრივი და შშმ პირების (როგორც პირველი, ისე მეორე ჯგუფის) პენსიის ზრდის საკითხს, “ქართული ოცნების” პასუხი იყო: რას მოვაკლოთ?

ახლა ვეკითხები: კარგია, რომ ბავშვის დანამატს ზრდით. და რას აკლებთ?

ანუ თურმე შესაძლებელი ყოფილა ბიუჯეტის ხალხის საკეთილდღეოდ გადალაგება და საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგი იმითაცაა კარგი, რომ “ქართული ოცნება” ამაზე აიძულა.

მაგრამ (!)

მხოლოდ სოციალური ხარჯის ზრდა ფასების ზრდის სახიფათო სპირალში უფრო ღრმად შეგვიყვანს (ისე შესულები ვართ “ქართული ოცნების” წყალობით), თუ ამის პარალელურად არ გვექნა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც უნდა იყოს ლარისა და ფასების სტაბილურობის, უმუშევრობის შემცირების და სიღარიბის დაძლევის მთავარი ფაქტორი. ამას გადასახადების დაწევა და “ქართული ოცნების” მავნებლური რეგულაციების გაუქმება სჭირდება.

ამას კი - დიახ, მართალი ხართ - ახალი და კომპეტენტური პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა.

ამიტომაც უნდა დამარცხდეს "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში" - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42