"საჯარო სექტორის თანამშრომლებს რატომ უნდა სჭირდებოდეთ შეხსენება, ვის უნდა მისცენ ხმა"- იოსებ მაკრახიძე
პოლიტიკა - 17:56, 02 Nov, 2018     1575
ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულებისას კომენტარი გააკეთა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა.


იოსებ მაკრახიძის ინფორმაციით, შეხვედრას, რომელსაც ძირითადად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების პარტიული წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა. პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი არჩევნების მეორე ტურის სამოქმედო გეგმას და მიღებული შედეგების მიზეზების მიმოხილვას დაეთმო. მისი შეფასებით, შიდა ქართლის რეგიონში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წაგება ადმინისტრაციის არასათანადოდ მუშაობამ განაპირობა. მაკრახიძე მხარდაჭერასთან დაკავშირებით შპს "იბოლიასთან" პარალელებს ავლებს და თვლის, რომ პიროვნება, მისი ოჯახის წევრებთან ერთად, იმ გუნდის პოზიციებს უნდა იზიარებდეს, ვისგანაც ხელფასს იღებს.

"ჩემ კომპანიაში, სადაც ვმუშაობდი, 600 კაცი მუშაობს, აქედან თითოს ოჯახში ხომ მაინცაა 2 ამომრჩეველი მინიმუმ. დაახლოებით ორი ათასმა კაცმა შეიძლება რომ მე მხარი არ დამიჭიროს? მე იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერენ და თუ ასე არ იქნება, ეს მათი პრობლემაა. ასეა საჯარო სამსახურებშიც, ადმინისტრაციამ ცუდად იმუშავა. იქ სკოლის დირექტორია, საბავშვო ბაღის გამგეა, იქ სპორტული ა(ა)იპ - ებია, სხვადასხვა მუნიციპალური ორგანიზაციებია, რატომ უნდა სჭირდებოდეთ მათ შეხსენება, ვის უნდა მისცენ ხმა. შეგნება უნდა ჰქონდეთ და აანალიზებდნენ ვის სამსახურში მუშაობენ და ვინ იმსახურებს მათ მხარდაჭერას", - აცხადებს იოსებ მაკრახიძე.

ამის საპასუხოდ რადიო "მოზაიკამ" დეპუტატს მის მიერ "ნაციონალური მოძრაობისთვის 2011-2012 წლებში გადარიცხული 125 000 ლარი შეახსენა, რაზეც პარლამენტარმა მაკრახიძემ აღნიშნა, რომ მაშინ ასე ესმოდა.

"მაშინ ასე იყო საჭირო, ახლა მე ამ გუნდში ვარ და როგორ შეიძლება სხვა პოზიცია მქონდეს. ახლა წარმოიდგინეთ, აი კაცი ვარ, მამა ვარ, ოჯახთან ნაცხოვრები და ჩემმა შვილმა ამ ოჯახის აზრი არ გაითვალისწინოს და წავიდეს და სხვა მამას დაუჭიროს მხარი? ეს ხომ წარმოუდგენელია", - აცხადებს იოსებ მაკრახიძე.

დეპუტატმა მაკრახიძემ არჩევნების პირველ ტურამდე "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს შემოწირულობის სახით, 50 000 ლარი გადაურიცხა.

წყარო radiomosaic.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42