„ხაზარაძე ივანიშვილის მძარცველობის სქემის ნაწილია“ - მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 16:23, 02 Nov, 2018     1623

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს თანამშრომელთა ზეწოლაში ადანაშაულებს. სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს

„6 წლის თავზე წარუმატებელი და ძალიან მავნებელი ხელისუფლების შეცვლა არჩევნებით, ეს რევანშიზმი კი არ არის, ეს არის დემოკრატიის ზეიმი და ქართველი ერის მიერ საკუთარი ღირსების დაცვა, ხოლო ხაზარაძე, რომელიც ივანიშვილმა ჩართო თავის პიარკამპანიაში და აშანტაჟებს ქართველ ხალხს დესტაბილიზაციით, არის ნაწილი ივანიშვილის მძარცველობის სქემის, საქართველოში სამი ბანკი, მათ შორის თიბისი, აკონტროლებს საბანკო აქტივების 90 პროცენტს, არის სრული მონოპოლისტი. ეს არის ის ხალხი, ვინც ყოველდღიურად ძარცვას საქართველოს, მათ ერთი მილიონი გააკოტრეს და გაატყავეს მევახშეური ქმედებებით. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება საქართველოში, საქართველო სასამართლოს რეფორმების გზით, დამოუკიდებელი პროკურორის დანიშვნის გზით, დაცული იქნება თითოეული ბიზნესი, დაცული იქნება ყველა მესაკუთრის უფლება. სწორედ ის და უჩა მამაცაშვილი, ივანიშვილთან ერთად ატერორებდა და ძარცვავდა ომეგა ჯგუფს და ბატონ ოქუაშვილს, ისევე როგორც უამრავ სხვა ბიზნესს, სადაც მოიპოვეს ინფორმაცია მათი საბანკო ანგარიშების მეშვეობით, შემდეგ მოუჭირეს ხელი, გააკოტრეს, გაანადგურეს და ჩაიდეს ჯიბეში. ეს არის ხალხი, ვინც საზოგადოების 67% დააკაბალა წარმოუდგენელი საურავებით და პროცენტებით, ეს არის ის ხალხი, ეს არის ის ხაზარაძე და საბანკო მევახშეური მაფია, რომელმაც საქართველო აქციად ერთ-ერთი ყველაზე დიდი დავალიანების ქვეყნად, დიდი სიღარიბის ფონზე, ეს არის ის ხალხი, ვისაც ყოველ წელიწადს საქართველოს ბიუჯეტიდან, ხალხის ჯიბიდან მიაქვს 237 მილიონი ლარი სახელმწიფო ვალის საურავების მომსახურებაზე, ე.ი. თითოეულ ქართველს ართმევენ ამდენ ფულს. ამათ ეშინიათ, რომ ივანიშვილის მოშორებასთან ერთად, ისინი ვერ გაძარცვავენ ძველებურად ქართველ ხალხს, მათ ეშინიათ, რომ ეს ბაირამობა თითოეული ქართველის გაღატაკების, გაუბედურების ხარჯზე აღარ გაგრძელდება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი TBC ბანკის თანამშრომლებს მიმართა.

„ხაზარაძე რატომღაც ლაპარაკობს თავისი ათასობით თანამშრომლის სახელით, მისი ბანკის დირექტორი კი იღებს 15 მილიონ ლარს ხელფასს, მაგრამ მისი თანამშრომლები იღებენ რამდენიმე ასეულ ლარს, კაპიკებად ამუშავებს მონებივით და კიდევ აქვს თავხედობა, ილაპარაკოს, რომ მათ უნდა მისცენ ხმა ისე, როგორც ის ეტყვის. ეს ბანკი არის ლონდონის ბირჟაზე, ვაპირებ, რომ მივმართო ლონდონის ბირჟის წარმომადგენლობას, ფინანსური სანქციები მიიღოს ხაზარაძის მიმართ. ეს საერთაშორისო ბიზნესის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება, საკუთარი თანამშრომლების საკუთარი პოლიტიკურ მონებად და საკუთარი მიზნებისთვის განხილვა. დიდ პატივს ვცემ თიბისი ბანკის თანამშრომლებს, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა მათგანმა მისცა ხმა ცვლილებას და ამ განცხადების შემდეგ კიდევ მეტად მისცემენ ხმას განახლებას, ნამდვილ ბიზნესს, ნამდვილ განვითარებას,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42