საკითხს გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის პოსტი „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიგდო ხელში, ის აღნიშულ კანონპროექტს უკან დააბრუნებს:
„საქართველოს მოქალაქის, მთლიანად საზოაგდოების, გაერთიანებული ოპზოიციის, ეკლესიის პოზიცია ერთობლიობით გამოირჩევა, მილიონმა ადამიანმა უთხრა უარი ეგრეთ წოდებულ ქართულ ოცნებას საქართველოს ნარკო მწარმოებლად გადაქცევაზე. ივანიშვილმა აღიარა, რომ მარიხუანის წარმოება მისი იდეა იყო, დარწმუნებული იყავით, რომ თუ მან ხელში ჩაიგდო პრეზიდენტის პოსტი, უახლოეს ვადებში ისევ შემოიტანს ამ კანონპროექტს, არასოდეს ოლიგარქი უარს არ იტყვის როგორც თვითონ განაცხადა 500%-იან მოგებაში, მაგრამ საქართველოს მოქალაქის პოზიცია მეორე ტურში ისეთიოვე იქნება, როგორიც იყო პირველ ტურში, ამ მიზანს ოლიგარქი ვერასდროს მიაღწევს.
მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს იმას, რომ ყალიბდება კონსესუსი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან. სანამ ოლიგარქი მართავს ქვეყანას, კრიმინალური დაჯგუფებები აზიან ხელისუფლების შტოებს, თუ მათ პრეზიდენტის პოსტი ჩაიგდეს ხელში ერთ წამში დააბრუნებენ ამ კანონპროექტს. ჩვენ შევაგროვებთ 200 ათას ხელმოწერას, იმისათვის რომ კონსტიტუციაში შევიდეს შესწორება. მარიხუანის წინააღმდეგ მიმართული კამპანია იყო სამედიცინო დიაგნოზი, რა შეუძლია გაერთიანებულ საზოაგდოებას, რა მესამე იარაღი არის საზოაგდოების აზრი და რა შეუძლია გაერთიანებულ ოპოზიციას, როდესაც ქვეყნის ინტერესების სამსახურში ერთად დგებიან“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






