როგორც ელდარ ჩაფიძემ „ლიბერალს“ უთხრა, გაფიცვის მიზეზი კომპანიის შეტყობინება გახდა. კერძოდ, მისი თქმით, შახტის ხელმძღვანელმა ჯამბულ ჯაყელმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანია გაკოტრდა და ის ხელფასის გადახდას ვეღარ გააგრძელებს.
მეშახტეთა ნაწილი, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ შახტში ყოფნის დროს გაიგო, პროტესტის ნიშნად შახტიდან არ გამოდიან და გაფიცვას იქ აგრძელებენ.
ნაწილი კი, ელდარ ჩაფიძის თქმით, ქალაქის ცენტრში შეიკრიბა.
"ჩვენი მოთხოვნაა რომ არ დაიხუროს შახტა. ჩვენ გვინდა მუშაობა. შახტა თუ დაიხურა ტყიბულიც დაიხურება." განუცადა "ლიბერალს" ელდარ ჩაფიძემ.
ჯამბულ ჯაყელს ესაუბრა "ლიბერალი". "საქნახშირის"დირექტორმა დაგვიდასტურა, რომ დღეს დილით მეშახტეებს კომპანიამ უთხრა, რომ ფინანსების არ ქონის გამო ხელფასს თანამშრომლებს ვეღარ გადაუხდის.
"ამის დამალავა კომპანიას უკვე აღარ შეეძლო. ოთხი თვეა გაჩერებულია ჩახტი მაგრამ ვიხდიდით ხელფასებს. ახლა ამის შესაძლებლობა აღარ გვაქვს და ამას ვეღარ დავმალავდით", - განუცხადა ჯაყელმა "ლიბერალს".
მისი თქმით, კომპანია ჯანდაცვის სამინისტროსგან სამუშაოების გაგრძელებაზე ნებართვას ელოდება, თუმცა ამ დრომდე არ მიუღია.
მასალის გამოყენების პირობები






