კანაფის კულტივაციის კანონპროექტი - საპატრიარქოში დრეს სასულიერო პირებსა და მტავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. საპატრირქოში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და შს მინისტრი გიორგი გახარია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა:
"ის, რომ ხელისუფლებამ იცოდა ჩვენი პოზიცია ამაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენთან კიდევ ერთხელ გაევლო კონსულტაციები და მის უწმინდესობასთან ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები შეხვედრაზე მობრძანდნენ. ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს არის საზოგადოებისათვის საშიში და ის ძალისხმევა, რომელსაც ეკლესია აქამდე ახორციელებდა და არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიები, რომლებიც კანაფის კულტივაციას მხარს არ უჭერდნენ. პატრიარქთან მათ განაცხადეს, რომ უკან გაიწვევენ კანონპროექტს. არგუმენტად დაასახელეს, რომ მათ დაინახეს საზოგადოების რეაქცია და ეკლესიის პოზიცია, რომ ისინი ანგარიშს გაუწევენ ამ ყველაფერს", - განაცხადა დეკანოზმა.
მასალის გამოყენების პირობები






