ახალქალაქის ინციდენტზე ბრალი შესაძლოა, ოპოზიციას წაუყენონ - რას ამბობს შსს მინისტრი
პოლიტიკა - 14:15, 02 Nov, 2018     1075
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი განცხადებით, პროცესი იმის გამო გაგრძელდა დროში, რომ დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ, თუმცა მისი თქმით, ეს პროცესი დღეს უნდა დასრულდეს და ბრალი წარედგინოს ორივე მხარეს.

„ამ საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება მიმდინარეობს. იყო გარკვეული პრობლემები, რაც ძალზედ არასასიამოვნო იყო - დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა, უბრალოდ, ჩვენებებს არ იძლეოდა და ეს იყო დროში გაჭიმული პროცესი, თუმცა როგორც ვიცი, დღეს ეს პროცესი დასრულდება, სტანდარტი შეიქმნება და ბრალი წარედგინება ორივე მხარეს, თუ არ ვცდები."- გიორგი გახარია.

ჟურნალისტის კითხვას ადგილი ჰქონდა თუ არა პროვოკაციას, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

„ამ მომენტში ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროვოკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური ზემოქმედება უნდა მოახდინო ადამიანზე თუმცა არც პროვოკაცია არის სასურველი და სახარბიელო. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბრალი სტანდარტით, როგორც ვიცი დღეს დღის განმავლობაში იქნება წარდგენილი." - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42