„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა ის ფაქტი თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მეორე ტურში ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა:
„საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვოს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სისტემის წინააღმდეგ გადაიდგას ნაბიჯები. მეორე ტური უზრუნველყო საზოგადოებამ და ამომრჩეველმა, ამას მივიყვანთ ბოლომდე და საპრეზიდენტო სავარძელი იქნება ოპოზიციის ხელში, რაც იქნება პირველ რიგში ბალანსი. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ დაინახოს „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა, რომ ისინი ყოველის შემძლეები არ არიან. საზოგადოებამ მას უთხრა უარი და აჩვენა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდის”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ "ძალა ერთობაშიას" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






