„არჩევნებსაც უკავშირდება - ესეც შემიძლია გითხრათ“ - ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევა არჩევნების მეორე ტურს უკავშრდება
პოლიტიკა - 13:58, 02 Nov, 2018     930

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ კანაფის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და დასძინა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში გუნდმა საკითხზე იმსჯელა და შეთანხმდა, რომ კანონპროექტს გაიწვევდა.

„მთავარი საკითხი იყო კანონპროექტი, რომელიც ეხება კანაფის კულტივაციას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში, გვქონდა მსჯელობა ასევე უმრავლესობის შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება კანონპროექტის გაწვევა.

როგორც მოგეხსენებათ იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით. ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მიღებული იქნებოდა ფართო კონსენსუსის საფუძველზე, იქნებოდა გადაწყვეტილება მიღებული ეკლესიასთან შეთანხმებით, საზოგადოების ფართო კონსენსუსით, ეს პირობა ჩვენ შევასრულეთ.

საუბარი იყო ვადებზე, თუმცა გუშინ, განსაკუთრებით ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება.

არჩევნებსაც უკავშირდება - ესეც შემიძლია გითხრათ. კერძოდ, გუშინ როდესაც საუბრობდა ქალბატონი სალომე მის პოზიციასთან დაკავშირებით მათ შორის მან თავის პოზიცია დაასაბუთა იმ შეხვედრებით, რომელსაც ის ატარებდა რეგიონებში თუ ქალაქებში საარჩევნო პროცესში.

რა თქმა უნდა ჩვენ ამ არჩევნებმაც გვაჩვენა ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და რა თქმა უნდა ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პატრიარქთნ შეხევდრის შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42