თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ორდღიანი სიმპოზიუმი ჩატარდა
კულტურა - 10:26, 30 Oct, 2018     1644

თბილისის საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ორდღიანი სიმპოზიუმი ჩატარდა. სიმპოზიუმზე თბილისსა და მის მიღმა არსებულ არქიტექტურულ და ურბანულ საკითხებზე არქიტექტორებმა, ქალაქთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, სპეციალისტებმა, მკვლევარებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და დაინტერესებულმა პირებმა იმსჯელეს.

სიმპოზიუმი ორ - დისკუსიებისა და მოწვეული სპიკერების გამოსვლების ნაწილად ჩატარდა. 15 ქვეყნიდან 30-ზე მეტი მონაწილე შემდეგი თემატიკის დისკუსიებში ჩაერთო:

პერიფერიების პედაგოგიკა

არქიტექტურული ინსტიტუციები და ქალაქი

გლდანის მაგალითი

საზოგადოება და კონტრსაზოგადოება

ახალი ეკონომიკები / ახალი სივრცეები

პოსტსაბჭოთა ცვლილებები

სიმპოზიუმზე მოწვეული სპიკერის რანგში საერთაშორისო დონის ისეთი წამყავნი არქიტექტორები წარსდგნენ, როგორებიც არიან: რეინერ დე გრააფი, ნინა რაპაპორტი, ხორხე ხაურიგი და ალექსანდრ ბროდსკი.

სიმპოზიუმისა და ზოგადად, მთელი ბიენალეს ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, არქიტექტორი რეინერ დე გრააფია, რომელმაც დამსწრე აუდიტორიის წინაშე საკუთარ წიგნზე იმსჯელა. დე გრააფის წიგნი - "კედლები და ჭერი: მარტივი პროფესიის რთული ბუნება" ჰარვარდის უნივერსტეტის გამომცემლობამ გამოსცა და ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება.

თბილისის პირველი საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალე 26 ოქტომბერს გაიხსნა. მისი მთავარი თემაა - „მხოლოდ შენობები არ კმარა" და ის საცხოვრებელი უბნების არაფორმალური ურბანული და სოციალური სივრცეების შესწავლას ეხება. პროექტი მსოფლიოში წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებს, ხელოვანებსა და მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ბიენალე მოიცავს როგორც შიდა, ასევე ღია სივრცეში დაგეგმილ აქტივობებს: გამოფენებს, სიმპოზიუმს, საჯარო ლექციებს, ტურებს გლდანში გიდის თანხლებით, ფილმების ჩვენებებს, პერფორმანსებს, ურბანულ და არქიტექტურულ ინსტალაციებს. პროექტის ფარგლებში იქმნება საჯარო ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც გლდანის ღია სივრცის ნაწილი გახდება.

გლდანის რაიონი საბჭოთა იდეოლოგიის უტოპიური ხედვის თანამედროვე საცხოვრებელი სტანდარტების ლოგიკასთან ადაპტირების მაგალითია, სწორედ ამიტომ ბიენალეს ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების ლოკაცია გლდანის მიკრორაიონია.

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 3 ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ბიენალეს დეტალური პროგრამა იხილეთ ვებ-გვერდზე: www.biennial.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42