მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოისტების პროტესტის მიუხედავად, ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი გახდა
სპორტი - 13:43, 24 Oct, 2018     8688
სასტუმრო ბილტმორში გამართულ ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. ყრილობაზე 46 დელეგატიდან 41 გამოცხადდა და მათგან 400-მა მხარი გიორგი ათაბეგაშვილს დაუჭირა.


გიორგი ათაბეგაშვილი, რომელიც ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანია, ერთადერთი კანდიდატი იყო. ძიუდოს ფედერაციის არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კანდიდატურა ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა მოხსნა.

კანდიდატურები ასევე მოხსნეს დავით ხახალეიშვილმა, დავით ხახუტაშვილმა და გიორგი ალექსიძემ.

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონები ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. საგანგებო განცხადება სპორტსმენებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს. მათი განცხადებით, არჩევნებში კვლავ დავით ქევხიშვილი და მისი თანამოაზრე გიორგი ათაბეგაშვილი მონაწილეობენ და ეს სპორტსმენების პროტესტს იწვევს.

სპორტსმენების განცხადებით, არც ქევხიშვილი და არც ათაბეგიშვილი სპორტსმენებს არ შეხვედრიან და მათი გეგმების შესახებ არ უსაუბრიათ, ამიტომ დღეს დაგეგმილი კენჭისყრა არალეგიტიმურია. მათივე თქმით, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ არჩევნები უნდა გადადებულიყო, თუმცა გუშინ საღამოს მოულოდნელად გაიგეს, რომ კენჭისყრა დღეს არის დაგეგმილი.

თუ არჩევნები არ გადაიდება და სპორტსმენებისთვის არასასურველი პირი გახდება ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, სპორტსმენები პროტესტის ახალ ტალღას აანონსებენ. აცხადებენ, რომ წინა კრიზისის შემდეგ ფედერაციაში არაფერი შეცვლილა და ქევხიშვილის ან მისი თანამოაზრის პრეზიდენტად დაბრუნების შემთხვევაში, ვითარება გამწვავდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42