როგორ გაატაცებინა ყოფილმა პოლიციელმა კრიმინალებს საკუთარი მამა - 2 გატაცება 17-წლიანი შუალედით და საერთო ბრალდებულით
კრიმინალი - 13:03, 22 Oct, 2018     6412

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის 23 წლის ვაჟის, გიორგი დეკანოიძის გატაცების შესახებ სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი.

გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა შეიარაღებულმა პირებმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირიდან გაიტაცეს. ბოროტმოქმედებმა ბიზნესმენს გამოსასყიდად 3 მილიონი ლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილის მოკვლით დაემუქრნენ.

ხმაურიანი საქმის სასამართლო პროცესი შაბათს გაიმართა, საქალაქო სასამართლომ ათიდან ხუთს: მამუკა ესაძეს, კალისტრატე ერქვაიას, მამუკა მარგველაშვილს, გოჩა ჩეჩელაშვილსა და თემურ კენჭაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა.

თავდაპირველად ითქვა, რომ გიორგი დეკანოიძის გატაცება მოსკოვიდან ჩამოსულმა ცოლ-ქმარმა მარინა და მამუკა ესაძეებმა დაგეგმეს.

„კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, მამუკა ესაძე ადამიანის გატაცების მუხლით ადრეც იყო გასამართლებული, მისი სახელი უკავშირდება როსტევან ბ.-ს გატაცების საქმეს. ეს იყო შეკვეთილი დანაშაული - ყოფილმა პოლიციელმა პაატა ბ.-მ, რომელიც მანამდე სხეულის დაზიანებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის იყო ნასამართლევი, კრიმინალებს მამა, როსტევან ბ. გაატაცებინა, რომელიც ასევე ყოფილი პოლიციელი გახლდათ."2001 წლის 1-ლ ივლისს სახლიდან გასული როსტევანი უკან არ დაბრუნებულა. გამტაცებლებმა მის ოჯახში დარეკეს და 100 ათასი დოლარი მოითხოვეს. ოჯახმა მათ 80 ათასი დოლარი გადასცა, თუმცა მათ მძევალი არ გაუთავისუფლებიათ. ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ, სამართალდამცველებისთვის მიემართათ. პაატა ბ.-ს მოწმის სახით დაკითხვისას გამოძიება მისი მონათხრობით დაინტერესდა და როგორც ეჭვმიტანილი, სამი თვით დააკავა. პაატა ბ.-ს მამასთან კონფლიქტი ბავშვობიდან ჰქონდა, ბოლოს კი ოჯახის უფროსმა ის სახლიდან გააგდო. უფულოდ დარჩენილმა შეძლებული მამის შვილმა ფულის გამოძალვის მიზნით მამის გატაცება დაგეგმა და იმ პირებს დაუკავშირდა, ვინც დაეხმარებოდა. მას შემდეგ, რაც პაატა ბ.-მ გამტაცებლებს 80 ათასი დოლარი გადასცა, მას გამტაცებლები აღარ უნახავს და თავისი წილი ფულიც არ მიუღია. გატაცებული როსტევან ბ. სავარაუდოდ მოკლეს, მაგრამ ცხედარი ვერ იპოვეს. დაკავებულები ამის შესახებ არაფერს ამბობდნენ...

ამ გახმაურებული საქმის ორგანიზატორმა, ამჟამად დეკანოიძის საქმის მთავარმა ფიგურანტმა მამუკა ესაძემ, ამ დანაშაულისთვის 14-წლიანი სასჯელი მოიხადა.

წყარო: კვირის პალიტრა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42