ავსტრალიაში ძლიერთა თამაშების რიგით მეოთხე საერთაშორისო ჩემპიონატი გაიხსნა, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრინცის, ჰარის პატრონაჟით ტარდება. საზეიმო ცერემონია სიდნეიში ოპერის სახლის წინ გაიმართა. მონაწილეებს და სტუმრებს სიტყვით სასექსის ჰერცოგმა მიმართა. პრინცი ჰარის თქმით, ის ბედნიერია, რომ ხალხის სიხარულს იზიარებს.
2018 წელს საქართველოს სახელს ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში 15 ქართველი სამხედრო მოსამსახურე წარადგენს. ქართული გუნდი მონაწილეობას სპორტის შვიდ სახეობაში: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე მიიღებს.
გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშების“ დროს მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები