ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც დაჭრეს, 2 კვირის წინ დაქორწინდა, რასაც გოგონას ბიძაშვილი ეწინააღმდეგებოდა. ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება სწორედ ამას მოჰყვა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, ქალბატონს მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა და სახლში გუშინ ღამითვე გაწერეს. მამაკაცს კი წინა მხრის მყესი ჰქონდა გაწყვეტილი, რის გამოც თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზარახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. გამოძიებას შს გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს. ბრალდებული დაკავებული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






