ცნობილი ქართველი სოპრანო, " რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს" სახელობის საოპერო მომღერლების საერთაშორისო აკადემიის სამხატვრო დირექტორი (იტალია, ქ. პეზარო) ნინო ლეჟავა თბილისშია.
ნინო ლეჟავა 25 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კონცერტს გამართავს. კონცერტს უდირიჟორებს ბელგრადის სახელმწიფო საოპერო თეატრის დირექტორი დეჟან სავიჩი, რომელიც ბათუმს სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვევა.
კონცერტი ეძღვნება ბათუმის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დაარსებიდან 40 წლისთავს.
ცნობილი სოპრანო ნინო ლეჟავა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრთან და კაპელასთან ერთად იმღერებს.
26 ოქტომბერს კი ნინო ლეჟავა ზ. ფალიაშვილის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში მასტერკლასს გამართავს და გამოჩენილი ესპანელი მომღერლის ხოსე კარერასის მასტერკლასისთვის, რომელიც იტალიაში, ქ. პეზაროში, როსინის სახელობის კონსერვატორიაში, 19-დან 26 იანვარს გაიმართება. ახალგაზრდა მომღერლებს შეარჩევს.
ასევე, ერთ საუკეთესო მომღერალს ნინო ლეჟავა გადასცემს მასტერკლასზე უფასო მონაწილეობის უფლებას,
მასალის გამოყენების პირობები