26 წლის ბიჭის მკვლელობა მესტიაში - ოჯახი მტკიცებულებების გაქრობაში პროკურატურას ადანაშაულებს და სისხლის აღებით იმუქრება
კრიმინალი - 12:32, 10 Oct, 2018     4493
მესტიის ცენტრში მოკლული 26 წლის ლუკა ფალიანის ოჯახი საქმის ობიეატურ გამოძიებას ითხოვს. ფალიანები საქმის ფალსიფიფიცირებაში პროკურატურას ადანაშაულებენ.

მოკლულის დედა, როზა ფალიანი აღნიშნავს, რომ საზარელი დანაშაულიდან სამი თვის თავზე მათთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრი საქმიდან წაშლილია.

ოჯახი დარწუნებულია, რომ ლუკა ფალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ხელისუფლება მფარველობს.

„ეს თუ არ გამოიძიეს რა უნდა ვქნა, მაშინ უნდა დავხოცოთ მთელი რაიონი? გააკეთონ თავისი საქმე, ისე რომ ჩვენ აქ მკვლელობა არ ჩავიდინოთ. არც ნიგურიანი მოვკლათ, არც მუშკუდიანი, არც ქურდიანი მოვკლათ, რად უნდათ ის ვირთხები თავხედები კიდევ რომ მოკლან? ექვსივე მკვლელია ეს. რატომაა იცი ეს ექვსივე მკვლელი? ზოგი იჭერდა, ზოგი არტყამდა“-ამბობს ლუკა ფალიანის დედა როზა ფალიანი.

ლუკა ფალიანის მამა ამბობს, რომ მკვლელები ან კანონით უნდა დაისაჯონ, ან თავად ოჯახი მიხედავს ამ საქმეს.

„თუ არ მიხედავენ ამ საქმეს, მერე სხვა ამბავში გადაიზრდება. ვითხოვ, რომ ვინც ეს მტკიცებულება გააქტო დაისაჯოს კანონის წინაშე. მაგას არ დავთმობ, მთელი ცხოვრება ვიბრძოლებ“ - აცხადებს გურამ ფალიანი.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ფალიანი მესტიაში 11 ივლისს მოკლეს. ახალგაზრდა საავადმყოფოში გულ-მკერდში ღრმა ჭრილობებით შეიყვანეს, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარის გამოძიება საქართველოს სისსხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შსს-მ მომხდარიდან მალევე წარსულში ნასამართლევი დავით ნიგურიანი დააკავა.
ლუკა ფალიანის ახლობლებები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მკვლელს არ იცობდა. მესტიაში ამბობენ, რომ ერთ-ერთ დაწესებულებაში ფიზიკურ დაპირისპირებამდე სიტყვიერი შეხლა-შემოხლა იყო, რაც მოგვიანებით ლუკას სასტუმროდან გაყვანით და საზარელი მკვლელობით დასრულდა.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მკვლელობის დროს მომხდარის სიახლოვეს პატრული იმყოფებოდა, მაგრამ მათ ინცინდენტი არცკი შეიმჩნიეს.

მოკლულის ოჯახი ამბობს რომ ნიგურიანის გარდა მკვლელობაში კიდევ ხუთი პირი მონაწილეობდა. ფალიანების მტკიცებით, მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42