საკალათბურთო კლუბ „დინამო“-ს შეუნარჩუნდება პროფილი და მის შემდგომ განვითარებას ზაზა ფაჩულია ჩაუდგება სათავეში
სპორტი - 12:43, 05 Oct, 2018     11205
მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანის ბანკის მხარდაჭერით სპორტის, კონკრეტულად კი კალათბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საკალათბურთო გუნდი „დინამო“ და მისი საწვრთნელი ბაზა წარმატებულმა ქართველმა სპორტსმენმა, NBA-ის კლუბ “დეტროიტ პისტონსის“ კალათბურთელმა - ზაზა ფაჩულიამ შეიძინა. აღნიშნულ კლუბს საქართველოს ბანკი პატრონაჟს რვა წლის განმავლობაში უწევდა და კლუბის მხარდაჭერას კიდევ ორი წლის განმავლობაში განაგრძობს.


„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში სპორტის, კონკრეტულად კი კალათბურთის განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გუნდი საწვრთნელ ბაზასთან ერთად წარმატებული ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას საკუთრებაში გადავიდა, რომელიც 17 წელი საქართველოს ეროვნული ნაკრების, ასევე NBA-ის კლუბის ღირსებას იცავდა. საკალათბურთო გუნდ „დინამოს“ საწვრთნელი ბაზისთვის პროფილის შენარჩუნება მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივით მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ზაზა ფაჩულიას და საკალათბურთო კლუბ „დინამოს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს იმ მხარდაჭერისთვის რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ განვითარებისთვის. აღსანიშნავია საქართველოს ბანკის წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში. საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავი შრომით შევეცადოთ, კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, პროფესიონალ კალათბურთელებად აღვზარდოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უწევდა პატრონაჟს ამ გუნდს“,- განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42