ტვ ინტერვიუში იბრაჰიმოვიჩს კითხეს თუ ვის თვლიდა საუკეთესო თავდამსხმელად ინგლისის პრემიერლიგაში.
„მომწონს ის თავდამსხმელები, რომლებიც მატჩის ბედს წყვეტენ, ლუკაკო, აგუერო...“
ჟურნალისტმა უთხრა, რომ მას მოლოდინი ქონდა საუკეთესო თავდამსხმელებს შორის იბრაჰიმოვიჩი საკუთარ თავსაც დაასახელებდა:
„ლომები თავს ადამიანებს არ ადარებენ“- მიუგო იბრაჰიმოვიჩმა.
„მოვედი როგორც მეფე და მივდივარ როგორც ლეგენდა.“- ეს კი "პსჟ"-დან წასვლისას ტვიტერზე გამოქვეყნებული სტატუსია.
თანამემამულე ფანები ზლატანს "ბალერონის მოქნილ ფეხებზე მდგარ ადამიან-გიგანტს" უწოდებენ. საიდუმლო არაა ის ფაქტი, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმ გაბარიტების კვალობაზე, რაც მას გააჩნია, ტექნიკურ მონსტრს წარმოადგენს. შვედი 1,95მ სიმაღლისაა და 95 კგ-ს იწონის. ვიდეოში რომელიც ინსტაგრამში გავრცელდა იბრაჰიმოვიჩის ნაკრებთან ერთად ვარჯიშია ასახული.
„წითელი ეშმაკების“ ფანები იბრას დაბრუნებას სულმოუთქმელად ელიან. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც გარკვეული არ იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" რჩებოდა თუ არა, ერთ-ერთმა ფანმა მოლოდინი ორიგინალური და ცოტა უხერხული ფორმითაც გამოხატა. „ზლატან, დარჩი და შეგიძლია ჩემი ცოლი გაჟიმო“- მან ამ შინაარსის ბანერი გამოფინა სტადიონზე, რამაც შვედი ფეხბურთელი საკმაოდ გაამხიარულა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩის ინტერვიუმ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" საწვრთნელ ცენტრში შედგა, ზლატანური გამონათქვამების გარეშე არ ჩაუვლია. საწვრთნელი ცენტრის დარბაზში ყოფნისას, რომლის კედლებზე მანჩესტერული კლუბის ლეგენდები არიან გამოსახულნი, მათ შორის რონალდუ, ბექჰემი, ბობი ჩარლტონი და სხვები. ტიერი ანრიმ ხუმრობით ჰკითხა იბრაჰიმოვიჩს, რატომ არ იყო მისი სურათი მათ გვერდით.
„იცით რატომ? მათ ჯერ კიდევ არ იციან ღმერთი როგორ გამოიყურება“ – უპასუხა იბრაჰიმოვიჩმა.
LA Galaxy-ში გადასულმა იბრაჰიმოვიჩმა შეკითხვას, რამდენად შეიცვალა აშშ-ში ფეხბურთი MLS-ში მისი გადასვლის შემდეგ, ჩვეული „თავმდაბლობით“ უპასუხა:
„მე არ ვიცი შეიცვალა თუ არა ის, მე უბრალოდ ჩემს სამუშაოს ვასრულებ. აშშ-ს გაუმართლა, აქ 10 წლის წინ რომ არ ჩამოვედი, თორემ დღეს უკვე ამერიკის პრეზიდენტი ვიქნებოდი.“- განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
მასალის გამოყენების პირობები