არჩილ შაშურაშვილი "ბიგ რეის" შეეჭიდება!
სპორტი - 13:51, 28 Jul, 2018     2432

ჩვენი საამაყო სპორტსმენი _ სამჭიდელი არჩილ შაშურაშვილი, მოგეხსენებათ, აშშ–ს ერთ–ერთი უძლიერესი ფედერაციის _ USA Power Lifting–ის წევრია და იქაურ შეჯიბრებებში აქტიურად მონაწილეობს, ძირითადად, საქართველოს, ზოგჯერ კი, პენსილვანიის შტატის სახელით ასპარეზობს. არჩილს აშშ-ში დავუკავშირდით და ბოლო დროინდელი სიახლეებისა და გეგმების შესახებ ვესაუბრეთ.

_ არჩილ, რა არის ახალი თქვენს კარიერაში? რომელ შეჯიბრებებში მიიღეთ მონაწილეობა წელს აშშ-ში?

_ ჩემი ბოლო ასპარეზობა 2018 წლის 14 ივლისს იყო _ “DC Barbell Club Pro Invitational”, სადაც, სამწუხაროდ, მძიმე წონით კატეგორიაში მომიწია გამოსვლამ, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, წონაში ვერ დავიკელი, პატარა ტრავმები მქონდა. ამის გამო არნოლდ კლასიკის პრიზიორთან მომიწია შერკინებამ, რომელიც ჩემზე იყო 18 კილოგრამით მძიმე იყო. ეს ტურნირი კომერციული გახლდათ, ამიტომ ძირითადად, საუკეთესო და პროფესიონალი სპორტსმენები გამოვდიოდით. ჩემი მთავარი კონკურენტი იყო 2018 წლის Arnold classic pro cheleg-ის ვერცხლის პრიზიორი _ ჯონ ჯოუნსი. დაძაბული ორთაბრძოლის მიუხედავად ეს შეხვედრა ძალიან მეგობრული გამოვიდა და ოქროს მედალი დავთმე... ღირსეულ ბრძოლაში დავმარცხდი, თუმცა, გამარჯვებაც შეიძლებოდა, რა თქმა უნდა. შემდეგი შეხვედრა უკვე მომიწევს არნოლდ სპორტს ფესტივალზე, რომელიც გაიმართება კოლუმბიაში, ოჰაიოში, 28.02-03.03.-ში. ჯერჯერობით ყველაფერს მაქსიმალურად ვასრულებ, თუმცა, მთავარია, საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებზე წარმატებით გამოვიდე და ამისათვის სათანადოდაც მოვემზადები. საერთოდ, ჩემი მთავარი მიზანი ისაა, რომ ცალკეულ მოძრაობებში მაინც მოვხსნა მსოფლიო რეკორდი.

_ სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

_ ყველა ეტაპი, რაც საკვალიფიკაციო იყო, თუნდაც არნოლდ ფესტივალისთვის, ამერიკის ნაციონალური ჩემპიონატისთვის, წარმატებით გადავლახე და ვემზადები 2019 წლის "არნოლდ კლასიკისთვის", სადაც საქართველოს სახელით გამოვალ, ხოლო 2019 წლის აშშ-ს ჩემპიონატში კი USA powerlifting raw National მონაწილეობას მივიღებ პენსილვანიის შტატის ნაკრების სახელით.

_ ახლა როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რამდენად მოახერხებთ ფორმაში ჩადგომას ამ შეჯიბრებებისთვის?

_ ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ტრავმებმაც გაიარა, ყველაფერი გეგმების მიხედვით მიდის. აქტიურად ვემზადები და თავს არ დავზოგავ, ვნახოთ, რა გამოვა. რაც მთავარია, ლიცენზია მაქვს.

_ ვისთან მოგიწევთ შერკინება? ვინ იქნებიან ძირითადი კონკურენტები?

_ რა თქმა უნდა, ამერიკელი უძლიერესი და წარმატებული სპორტსმენები, რომლებიც არიან მსოფლიო ვარსკვლავები, მსოფლიო ჩემპიონები, მსოფლიო რეკორდსმენები. ყველაზე მაგარი ისაა, რომ დიდ (ბიგ) რეი უილიამსთან მომიწევს შერკინება, ეს ჩემთვის დიდი პატივია. ბიგ რეი უდიდესი, ყველა დროის საუკეთესო სამჭიდელია დღესდღეობით. სხვათა შორის, სამჭიდში, საქართველოს, ფაქტობრივად, ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს _ ბატონი შოთა ბეჟაშვილი, ვეტერანი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

_ როგორია თქვენი მოლოდინი ამ შეხვედრიდან?

_ ყველაფერს ვცდილობ, ვარჯიშები კარგად მიდის. ყველაფერი გეგმის მიხედვითაა, რა თქმა უნდა, ჩემს პირად მწვრთნელთან _ ბატონ ლაშა სარალიძესთან შეთანხმებით, რომელიც საქართველოს ათლეტიზმის ვიცე პრეზიდენტია. ამიტომ, უფლის მადლით, ყველაფერი კარგად იქნება და იმედი მაქვს, ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოვავლენ... ჩემთვის ეს კი უკვე დიდი წარმატებააა. "IPF” ეს უმაღლესი კლასია, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი არ ჰყავს... ერთადერთი ვისაც ამ ვერსიით მსოფლიო აქვს სამჭიდში მოგებული, ეს ჩვენი სახელოვანი ვეტერანი სპორცმენი ბატონი შოთა ბეჟაშვილია. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სრულიად საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციას გაწეული დახმარებისთვის, ფედერაციის გენერალურ მდივანს _ ბატონ ელგუჯა კვიკვინიას.

_ კარგით, წარმატებებს გისურვებთ.

თამთა დადეშელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42