თბილისის ცენტრში, დიუმას ქუჩაზე 25 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს, რის შედეგადაც, ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მოსახლეობის განცხადებით, მათ ღამით, 4 საათზე ჩხუბისა და გინების ხმა შემოესმათ, რის შემდეგადაც ადგილზე პოლიცია მოვიდა.
სავარაუდოდ, მკვლელი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
არსებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს კიდევ ერთი პირი დაიჭრა, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული.
მკვლელობის მიზეზი უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ბარში დაიწყო და დიუმას ქუჩაზე გაგრძელდა. ვ. ს.-ს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, მათშორის სახის არეშიც. ჩხუბის მონაწილეებმა დაჭრილი მიატოვეს და გაიქცნენ.
სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები