სამეგრელოში საცხენოსნო დოღი "ანაკლიის თასი 2018" ჩატარდა
სპორტი - 14:57, 30 Sep, 2018     9648

29 სექტემბერს სამეგრელოში, სოფელ ინგირში, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ორგანიზებით საცხენოსნო დოღი "ანაკლიის თასი" გაიმართა.

დოღში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა და საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის"დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, სამეგრელოს რეგიონის მაცხოვრებლები და სხვა სტუმრები.

"ანაკლიის თასი 2018-ის" საპრიზო ფონდი 25 ათას ლარს შეადგენდა. დოღი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა, მათ შორის, ქართული ჯიშის ცხენებს, ინგლისური ჯიშის ორწლიან ცხენებსა და ინგლისური ჯიშის სამწლიან ცხენებს შორის.

დოღის ასპარეზობებს შორის ცხენოსნები ერთმანეთს სხვადასხვა საცხენოსნო თამაშებში, მათ შორის ცხენბურთში შეეჯიბრნენ, რაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ქართულიტრადიციული თამაშის გახსენებასა და აღდგენას ემსახურებოდა.

სხვადასხვა კატეგორიაში, დოღში პირველი ადგილები მოიპოვეს მხედრებმა: თორნიკე თოდრიამ, საბა ეხვაიამ და აზერო ალიევმა. საპატიო პრიზი გადაეცა დოღის უხუცეს მონაწილეს, 72 წლის პავლე კაპანაძეს.

საპრიზო ფონდი სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულებზე გადანაწილდა. ასევე, გამარჯვებულებს მისი დამზადებული საათები გადასცა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ.

2018 წლიდან "ანალკლიის თასი'' ყოველწლიური გახდება და საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს.

"ცხენოსნობა მხოლოდ სპორტი არ არის. ის ჩვენი ხასიათი, კულტურა და ტრადიციაა. ადრე ენგურის ხიდთან ყოველწლიურად იმართებოდა ქართველი და აფხაზი ცხენოსნების შეჯიბრი. ჩვენი მიზანია აღვადგინოთსაერთო კავკასიური და ქართული მხედრული ტრადიციები, მხარი დავუჭიროთ ქართული საცხენოსნო სკოლის განვითარებასა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე გატანა ვცადოთ," - განაცხადა "ანაკლიის განვითარებისკონსორციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ერთად საცხენოსნო შეჯიბრის მხარდამჭერები "თიბისი ბანკი", სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი იყვნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42