ლომოურის თქმით, აუცილებელია შაბათი და კვირა იყოს აგრო-სასურსათო პროდუქტებით ღია ვაჭრობის დღე, სადაც სოფლებიდან გლეხები საკუთარ მოწეულ პროდუქტებს გამოყოფილ ადგილზე უსასყიდლოდ განათავსებენ და გაყიდიან.
"გარე ვაჭრობის საკითხი, რომელიც სოფლებიდან ჩამოსულ გლეხებს უკავშირდება უნდა მოწესრიგდეს და შაბათი-კვირა დაწესდეს აგრო-სასურსათო ვაჭრობის დღედ. არ შეიძლება გლეხებს, რომლებსაც რამოდენიმე კილოგრამი მოწეული პროდუქცია გასაყიდად დედაქალაქში თუ ქვეყნის სხვა ქალაქებში გამოაქვთ პოლიცია ართმევდეს. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს სოფლად მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დახმარების ხელი გაუწოდოს. თუ გვინდა, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა განვითარდეს ყველა დეტალი განხილული უნდა იყოს სოფლად მცხოვრებლების კეთილდღეობის ჭრილში. " - აცხადებს ლომოური.
მასალის გამოყენების პირობები






