შეფილდის აღმასრულებლი MBA პროგრამა (Executive MBA) თბილისში: ეს ჩემთვისაა? როგორ უნდა მივაღწიო წარმატებას?
განათლება - 12:40, 24 Sep, 2018     2393
სრული სამუშაო განრიგისა და სწავლების დაბალანსება: ინსაიდერის ხედვა

დოქტორ ლესლი ტ. სზამოსი

სამაგიტრო პროგრამის დირექტორი აკადემიურ საკითხებში

შეფილდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ფალულტეტი (სითი კოლეჯი)

თითქმის 15 წლის მანძილზე მე გახლდით შეფილდის უნივერსიტეტის სამხრეთ და ცენტრალური ევროპის MBA პროგრამების დირექტორი აკადემიურ საკითხებში. დაახლოებით 12 წელის მანძილზე მე ასევე ვმოღვაწეობდი MBA-ს ასოციაციის შემფასებელთა ჯგუფში (AMBA), რომელიც გლობალურად ახდენს MBA პროგრამების აკრედიტირებას და მე დავსწრებივარ 50-ზე მეტ სამაგისტრო MBA პროგრამას მსოფლიოს მასშტაბით. ამ სფეროში ჩემი მიღვაწეობის მანძილზე პოტენციურ აღმასრულებელ MBA სტუდენტებს ჩემთვის არაერთხელ უთხოვიათ დავხმარებოდი იმის განსაზღვრაში სასარგებლო თუ არა მათთვის MBA პროგრამის გავლა და როგორ უნდა მიეღწიათ წარმატებისთვის. ამ სფეროში დაგროვილი ჩემი მოსაზრებებითა და რჩევებით, მე ვეხმარებოდი მომავალ MBA კანდიდატებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მჭირდება თუ არა აღმასრულებელი MBA-ის გავლა?

MBA უნდა გაიაროთ არა იმიტომ, რომ აუცილებელია მისი გავლა ან იმიტომ, რომ უბრალოდ დაამტკიცოთ რომ ჭკვიანი ხარ. დღევანდელ დღეს ინტერნეტიდან და სემინარებიდან საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა ის ინფორმაცია, რომლის გაგებაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შეუძლია. თუმცა, დღევანდელი MBA პროგრამები ყურადღებას იმაზე უფრო ამახვილებენ თუ როგორ ისწავლოთ და მოახდინოთ ინტერაქცია, ვიდრე ცოდნის მხოლოდ რე-პროდუქცირებაზე ან გადაცემაზე. ისინი გონებრივი უნარების ისეთი რაოდენობის შესაძლებლობებს გვთავაზობენ ქოუჩინგისა და მენტორული მეთოდებით, რომელთა განხორციელებაც მხოლოდ წაკითხვით რთული შესასრულებელი იქნებოდა.

შეეკითხეთ თქვენს თავს თუ რატომ გინდათ სწავლის გაგრძელება და MBA ხარისხის მოპოვება. ის გჭირდებათ იმისთვის, რომ მიაღწიოთ კარიერულ წინსვლას და გაიღრმავოთ ცოდნა თქვენი ამჟამინდელი გარემოს მიღმა? ეს გჭირდებათ იმისათვის, რომ აიმაღლოთ კომპეტენცია, თუ ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ შეიცვალოთ კომპანია ან ქვეყანა? ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ გაიზარდოთ ორგანიზაციის შიგნით, და ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვის გამოცდილებასთან ერთად საჭიროა დიპლომების წარდგენა? ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენ გსურთ საკუთარი ბიზნესის წარმოება და აუცილებლად გჭირდებათ ცოდნისა და გამოცდილების მიღება?

თქვენ ასევე სხვადასხვა კუთხით უნდა განიხილოთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა. უმაღლესი MBA პროგრამები ძალიან რთული გასავლელია და მოითხოვს დიდ დროს, რომელიც ასე ცოტა გვაქვს. თქვენ მხედველობაში უნდა მიიღოთ საკუთარი ოჯახური და სამსახურებრივი მდგომარეობა. ჩემი შეხედულებით, საქმე იმაში კი არ მდგომარეობს შეუძლია თუ არა ვინმეს დაუთმოს სწავლას დრო, არამედ იმაში, შეუძლია თუ არა მას ჩადოს ინვესტირება დროში ცოდნის გაღრმავებისთვის, რომელიც დროის კონცეპტის სხვაგვარ ხედვას წარმოადგენს. როგორი დატვირთულიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ყოველთვის გამოვნახავთ დროს იმის საკეთებლად, რაც მოგვწონს.

რას უფრო მიაქცევდით ყურადღებას MBA პროგრამისთვის უნივერსიტეტის არჩევისას?

ჩემი აზრით არსებობს 6 ძირითადი სფერო, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს MBA პროგრამის არჩევისას. აი საკითხების ის ჩამონათვალი, რასაც ყურადღებას აქცევენ MBA სტუდენტები და რასაც რეტროსპექტიულად აანალიზებენ MBA კურსდამთავრებულები სწავლის დასრულების შემდგომ:

1) უნივერსიტეტის რეპუტაცია;

2) MBA პროგრამის ხარისხი;

3) კარიერული ცვლილება და წინსვლის შესაძლებლობები;

4) სტუდენტისთვის ცოდნის მიწოდების გამოცდილება;

5) ნეთვორქინგი და კურსდამთავრებულები;

6) პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაცია (მაგ.AMBA, AACSB);

7) სწავლის ქირა და სხვა ხარჯები ( მაგ. წიგნები, მგზავრობა)

კონკრეტული პროგრამების განხილვისას, ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რისი მომტანი იქნება MBA პროგრამა თქვენთვის! დღევანდელი MBA პროგრამები უნდა იყოს მოწინავე განათლების მომწოდებელი, მათ უნდა მოახერხონ ბიზნესის, ფიზიკური პირებისა თუ საზოგადოების მიმდინარე და სამომავლო საკითხების გადაჭრა. MBA სტუდენტები ხარჯავენ დროს, ფულს, ენერგიას და შესაძლოა მიმდინარე შემოსავლებსაც კი, სანაცვლოდ კი პროგრამა აუცილებლად უნდა იყოს მათთვის ღირებული. გარდა ამისა, კარგმა MBA პროგრამამ კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების განვითარების, ასევე მოწინავე განათლების, ცოდნისა და ეთიკური ქცევების გამომუშავების გზით უნდა მოახერხოს სტუდენტების მომზადება კონკურენტუნარიან გარემოში თავის დასამკვიდრებლად.

როგორ მივაღწიო წარმატებას?

იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, თქვენ კარგად უნდა გქონდეთ გააზრებული თუ რომელ პროგრამას ირჩევთ! არცერთი პატივმოყვარე უნივერსიტეტი არ მოგანიჭებთ ხარისხს მარტივად, თქვენ ის უნდა მოიპოვოთ. როგორც ზემოთ ვახსენეთ, თუ ნამდვილად გჭირდებათ, თქვენ ამას შეძლებთ. თუ თქვენ სწორი იმპულსებით იმოძრავებთ, გეცოდინებათ რის მიღწევას ცდილობთ, წარმატება აუცილებლად მოვა.

MBA პროგრამაში წარმატების მისაღწევად საჭიროა თქვენი საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა. სხვადასხვა დროს ბაკალავრიატზე სწავლისას თითოეული ჩვენგანი ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებოდა სწავლას, მეტწილად ვსწავლობდით იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვქონდა. უნივერსიტეტში MBA პროგრამაზე სწავლის გაგრძელება კი - არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ ირგვლივ გვყავს ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ჩვენზე (შვილები, მშობლები, ძვირფასი ადამიანები, კოლეგები, უფრო ფართო სამეგობრო). წარმატება ადვილად მიღწევადია, როდესაც ეს ადამიანები მხარს გვიჭერენ, მოტივაციასაც კი გვიმაღლებენ სწავლის რთული პერიოდის დროს.

რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, სადაც არ უნდა წაგიყვანოთ თქვენმა კარიერამ, მე გისურვებ წარმატებებსა და საუკეთესო შესაძლებლობებს იმ გზაზე, რომელიც თქვენ უნდა განვლოთ.

შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი MBA-ს პროგრამა წარმოდგენილია თბილისში 2017 წლის ოქტომბრიდან.

დაწყებულია ჩარიცხვა 2018-2019 სასწავლო წლისთვის.

მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვირეკოთ: +995 577 221 166





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42