ლონდონში, სავარაუდოდ, გასაყიდად გამოტანილი მეფე თეიმურაზ II-ის პორტრეტი აღმოაჩინეს
კულტურა - 16:59, 23 Sep, 2018     4391
Georgian Business Consulting-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის ცნობილ გალერეა Daniel Hunt Fine Art -ში სავარაუდოდ, მეფე თეიმურაზ II-ის პორტრეტი აღმოაჩინეს.

პორტრეტი გასაყიდად ინტერნეტმაღაზია 1Stibs-ზე გამოჩნდა. გასაყიდი ნივთის აღწერილობაში აღნიშნულია რომ პორტრეტი ირანის ცნობილი შაჰის ქერიმ ხან ზენდის კარის ერთ-ერთ (ამჟამად უცნობ) წევრს უნდა ეკუთვნოდეს. პორტრეტი შესრულებულია 1760 წელს.

„ნახატის ზედაპირული დათვალიერებაც კი ცხადს ხდის იმ გარემოებას, რომ საქმე გვაქვს უნიკალურ აღმოჩენასთან და ხელოვნების ნიმუშთან, კერძოდ ქართლ-კახეთის სახელოვან მეფის თეიმურაზ მეორის პორტრეტთან”, - აცხადებს "საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი“ და პორტრეტის 38 000 დოლარან გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.

მუზეუმში აღნიშნავენ, რომ თეიმურაზ მეფის ცნობილი გრავიურა იმპერატრიცა ელისაბედის ბრძანებით დამზადდა 1761 წელს ეფიმ ვინოგრადოვის (1725-1769) მიერ, გრავიორმა გამოსახულება თეიმურაზის იმ პორტრეტისაგან დაამზადა რომელიც რუსეთის საიმპერეატორო კარის მხატვარმა ა.ანტროპოვმა (1716-1795) დახატა. ანტროპოვის მიერ შესრულებული ტილო ამჟამად დაკარგულად ითვლება და მის შესახებ წარმოდგენა მხოლოდ ზემოხსენებული გრავიურით შეგვიძლია ვიქონიოთ,

აღასანიშნავია, რომ გასაყიდი პორტრეტის და გრავიურის შედარება ცხადს ხდის რომ იდენტურია გამოსახულებები: მეორდება ტანსაცმლის, მორთულობის, თავსაბურავის ყველა დეტალიც კი, ცხადია გამოსახულ პირთა სახის ნაკვთების მსგავსებაც.

"ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები გალერეასთან, ნივთისთვის დადგენილი ფასი 67 ათასი დოლარი ამ ეტაპზე ჩვენთვის განისაზღვრა 38 ათას დოლარად.

მივიღეთ ნითის პასპორტი და დეტალური აღწერილობა რომლის შედგენაში მონაწილეობდნენ ცნობილი ექსპერტები (მხატვარი და რესტავრატორი) Sandy Mallet და Fabbio Mazzocchini და რომლითაც დადასტურებულია როგორც ნივთის ავთენტურობა, ისე მისი შექმნის თარიღი 1760 წელი (ეს უკანასკნელი ემთხვევა თეიმურაზის მოღვაწეობის (1700-1762) წლებს“, - აცხადებენ მუზეუმში.

წყარო: Georgian Business Consulting-ი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42