ევროპის მოედანზე დღეს The Tiger Lillies კონცერტი გაიმართება
კულტურა - 10:17, 21 Sep, 2018     1826

21 სექტემბერს, 21:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგება.

The Tiger Lillies 1989 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ათეულობით წელია, ის მსოფლიოს ყველა სცენის ყველაზე სასურველი სტუმარია. ჯგუფის უნიკალური და ორიგინალური შესრულება იშვიათობად მიიჩნევა, რომელსაც შეიძლება ადამიანი მუსიკალურ ხელოვნებაში გადაეყაროს.

მარტინ ჟაკს, ანსამბლის ფრონტმენს, სიმღერების ავტორსა და ჯგუფის შემქმნელს 1989 წელს პირველი აკორდეონი გაუჩნდა, ამის შემდეგ ძალიან მალევე შეიქმნა The Tiger Lillies. ჯგუფმა თავიდანვე შეიმუშავა თავისი გამორჩეული ჟღერადობა, სტილი და გზა გაიკვლია ლონდონის პაბებიდან პიკადილის თეატრამდე, ქუჩის მუსიკოსობიდან სიდნეის საოპერო თეატრის სცენამდე.

მალე The Tiger Lillies-მა მსოფლიო მოიარა საკონცერტო ტურითა და სხვადასხვა თეატრალურ და არტ პროექტებში მონაწილეობით. ჯგუფის მიღწევებიდან ყველაზე გამორჩეული ლოურენს ოლივიეს პრემიაა, საკულტო სიმღერად ქცეული ჰიტისთვის Shockheaded Peter და გრემი ალბომისათვის The Gorey End.

The Tiger Lillies მუსიკა ომამდელი ბერლინის კაბარეს, ანარქიული ოპერისა და ბოშური მუსიკის ნაზავია. ჯგუფი პოსტმოდერნისტული ვოდევილის ფორმებით, შეუდარებელი In Air Face შოუებით ახერხებს მსმენელის მოხიბვლას.

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში The Tiger Lillies წელიწადში საშუალოდ 200 გამოსვლა აქვს. The Tiger Lillies მსოფლიოს მრავალ შოუში მიუღია მონაწილეობა და ხელოვნების ყველა სფეროს არტისტებთან უმუშავია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42